დომუსი წარმოგიდგენთ უახლეს პროექტს დომუსი სერას, ფალიაშვილის 7-ში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და მოთხოვნად ადგილას: მხოლოდ 45 ბინა, მწვანე არქიტექტურა და შეუდარებელი კომფორტი მშვიდი დღეებისთვის და სასიამოვნო საღამოებისთვის.
დომუს სერას კონცეფციას მის სახელშივე იპოვით: იტალიური სიტყვა serra ქართულად სათბურს ნიშნავს და საუკეთესოდ გამოხატავს პროექტს, რომლის ბიოფილური არქიტექტურა აგრძელებს დომუსის მწვანე ფილოსოფიას, ხოლო თითოეული დეტალი ემსახურება თქვენს სიმშვიდეს და კომფორტს.
დომუს სერა პასუხობს თანამედროვე ადამიანის სურვილს, განიტვირთოს და იგრძნოს ბუნებასთან კავშირი ურბანულ გარემოში. პროექტის გამწვანებული ტერასები, ბუნებრივი ელემენტები და მწვანე სახურავი, სხვა არქიტექტურულ გადაწყვეტებთან ერთად, სიმშვიდისა და ბუნებასთან სიახლოვის გრძნობას გაგიჩენთ.
პროექტში მხოლოდ 14 სართული და 45 მაღალჭერიანი, ბუნებრივი განათებით სავსე ბინაა. მინიმალური 60 კვ. მ. და მაქსიმალური 277 კვ. მ. ფართით, ეს ბინები სრულად გაგრძნობინებთ კარგად დაგეგმილი სივრცის კომფორტს.
ენერგოეფექტურობას, სხვა ელემენტებთან ერთად, ალუმინის კარ-ფანჯრები, ჟალუზები და მულტიფუნქციური მინები განაპირობებს. აკუსტიკური იზოლაცია კი უზრუნველყოფს სიჩუმეს და პრივატულობის შეგრძნებას.
დომუს სერას დახვეწილი იერსახე აქცენტირებულია ტერასებზე და სახურავზე გამწვანების, მათ შორის, ხეების სიუხვით. აქ შენობიდან გაუსვლელად იგრძნობთ ბუნებასთან კავშირს. პროექტის ბიოფილური დიზაინი ასევე მოიცავს ბუნებრივი სინათლის მაქსიმალურად გამოყენებას - დიდი ფანჯრების საშუალებით, ვენტილაციის სისტემას სუფთა ჰაერისთვის, მდგრადობას - ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ჩართვით და სხვა.
პროექტის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ლობიში შესვლისთანავე იგრძნობთ. საერთო სივრცეებში მხატვარ ქეთი დავლიანიძის ნამუშევრების პასტელური ფერები სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით. ეს ნახატები არამხოლოდ დიზაინის ელემენტი, არამედ ხელოვნებასთან შეხების ყოველდღიური საშუალებაა. ორი ლიფტი, ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, კონსიერჟი, დაცვა და პირველი სართულის კომერციული სივრცეები თქვენი ყოველდღიურობის გამარტივებას ემსახურება.