The Walt Disney Company-მ და TikTok-მა მოკლე ვიდეოების მიმართულებით ახალი გლობალური პარტნიორობა გააფორმეს. შეთანხმების ფარგლებში TikTok-ის შერჩეულ კონტენტკრეატორებს Disney-ის ფილმებისა და სერიალების ასობით ოფიციალურ აქტივზე წვდომა მიეცემათ, მათ შორის Pixar-ის, Marvel-ის, Star Wars-ის, FX-ისა და Disney-ის სხვა ბრენდების პერსონაჟებსა და სცენებზე.

პარტნიორობა ორმხრივ კონტენტგაცვლასაც ითვალისწინებს. TikTok-ზე შექმნილი და Disney-ის მიერ შერჩეული ვიდეოების ნაწილი Disney+-ის ახალ ვერტიკალურ ვიდეოფორმატში, Verts-ში, გამოჩნდება. Reuters-ის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც TikTok-ზე შექმნილი კონტენტი სხვა მსხვილ სტრიმინგპლატფორმაზე ასეთი ფორმით განთავსდება.

პროგრამა თავდაპირველად აშშ-ში საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება, შემდეგ კი მისი სხვა ბაზრებზე გაფართოება იგეგმება. ფინანსური პირობები კომპანიებს არ გაუსაჯაროებიათ.

Disney-ისთვის შეთანხმება ახალგაზრდულ აუდიტორიასთან ურთიერთობის გაძლიერების კიდევ ერთი ნაბიჯია. კომპანია უკვე აქტიურად ცდის ვერტიკალურ და მოკლე ვიდეოფორმატებს Disney+-ზე, ხოლო TikTok-ისთვის პარტნიორობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გასართობი კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების ოფიციალურ ეკოსისტემაში ინტეგრირების შესაძლებლობას ქმნის.

წყაროები:


https://thewaltdisneycompany.com/news/tiktok-content-sharing-deal/


https://newsroom.tiktok.com/the-walt-disney-company-and-tiktok-announce-a-first-of-its-kind-global-short-form-content-sharing-deal?lang=en


https://www.reuters.com/business/media-telecom/disney-tiktok-strike-short-form-video-sharing-deal-2026-08-05/