სულ მცირე, 11 გარდაცვლილი, 20-მდე დაკარგული ადამიანი, მათ შორის, ბავშვები და მთლიანად განადგურებული კურორტი შოვი, ზემო რაჭაში - ასეთია დამანგრეველი სტიქიის უმძიმესი შედეგები, ონის რაიონში, ღვარცოფის მოვარდნიდან მეორე დღეს.
"ბუნებრივი პროცესის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელია - ბუნებრივი პირობები და კლიმატის ცვლილება, რისკების გაუთვალისწინებლობა ზე - ხელისუფლება, ხელისუფლებაზე სტრესის არარსებობაზე - საზოგადოება"
გეოლოგების წიმასწარი შეფასებით მინარე ჭანჭახის ერთ-ერთ შენაკადში, მდინარე ბუბას ხეობაში, სავარუდოდ ჩამოწვა მეწყერი (ან მოწყდა მყინვარის ნაწილი), ეს მასა დაგროვდა რამდენიმე საათის ან შესაძლოა დღის განმავლობაშიც, შემდეგ ღვარცოფად იქცა, წამოვიდა და შოვს გადაუარა.
ამ დროს კურორტზე, რამდენიმე ასეული დამსვენებელი იმყოფებოდა. ვინაიდან არ არსებობდა, ადრეული შეტყობინების და სასიგნალო სისტემა, ევაკუაციის გეგმა, მაშველების ჩამოსვლამდე, ასეულობით მოქალაქე, პირდაპირ, დამანგრეველი ღვარცოფის არეალში, სტიქიის წინაშე მარტო აღმოჩნდა.
„ბუნებრივი პროცესის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელია - ბუნებრივი პირობები და კლიმატის ცვლილება, რისკების გაუთვალისწინებლობაზე - ხელისუფლება და ხელისუფლებაზე სტრესის არარსებობაზე - საზოგადოება“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ჰიდროლოგმა ლაშა სუხიშვილმა, ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა.
მისი თქმით, „სტიქიური პროცესის შეჩერება წარმოუდგენელია, მაგრამ შესაძლებელია ზარალის მინიმალიზება, მდინარის აუზის სწორი მართვის შემთხვევაში. ადრეული შეტყობინების სისტემა, სასიგნალო სისტემა ნამდვილად საჭიროა, სწორი რაღაც წერია (სტრატეგიაში), თუმცა სამწუხაროდ განხორციელებული არ არის. რომ ყოფილიყო ეს, რაიმე შეიცვლებოდა? ალბათ, ასეთი კითხვაც არსებობს...
ადრეული შეტყობინების სისტემა არის პროგნოზის გასაკეთებელი ინსტრუმენტი, ვინაიდან ეს არის პროგნოზი არ ნიშნავს, რომ 100% ამართლებს. თუმცა, პროგნოზი იმის პროგნოზია, რომ შესაძლო საფრთხეებზე ინფორმირებული ხარ. შეიძლება არ გაამართლოს, მაგრამ სჯობს არ გაამართლოს, ვიდრე გაამართლოს და ასეთი შედეგი დადგეს.
ვრცლად : amerikoskhma.com