არჩევნები და პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში ბიზნეს გარემოზე გავლენას ახდენს. წინასაარჩევნო პერიოდში ბიზნესის ნაწილი პროცესებს ანელებს ან აჩერებს. ,,კომერსანტმა’’ ქვეყანაში შექმნილი ბინზეს გარემოს შეფასება ზვიად ციკოლიას სთხოვა.

,,ყველა მოლოდინშია, გაუგებრობაშია, გაურკვევლობაშია. რა იქნება, როგორ იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები. მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკური დაძაბულობა ყოველთვის აღიბეჭდება ბიზნესზე. ბევრ ბიზნესმენს ვხვდები და ყველა გარკვეულ წილად გაშეშებულ მდგომარეობაშია. აქტიურ ქმედებებს არ აკეთებენ, რადგან არ იციან ხვალინდელი დღე როგორი იქნება. აქედან გამომდინარე არის დაძაბული ბიზნეს გარემო.’’- აცხადებს ზვიად ციკოლია ,,კომერსანტთან’’ საუბარში.