2024 წლის სექტემბერში თბილისის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე 1,803 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.3%-იანი, ხოლო თვიურად 13.8%-იანი ზრდაა და მოთხოვნის ეტაპობრივ აღდგენას ასახავს – ამის შესახებ Galt & Taggart-ის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევის ანგარიშში წერია.

„ჯამურად 2024 წლის პირველ 9 თვეში თბილისში მეორად ბაზარზე სულ 14,883 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.9%-იანი კლებაა და ზაფხულის პერიოდში შემცირებულ გაყიდვებს ასახავს“ – ნათქვამია მიმოხილვაში.