საქართველოს წამყვან ბირჟას კიდევ ერთი ახალი კრიპტო აქტივი შეემატა! FTN ქოინი უკვე ოფიციალურად Cryptal-ზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ამ ინოვაციური კრიპტოს ყიდვა, გაყიდვა და შენახვა უკვე მარტივად შეუძლიათ.
ბირჟაზე არსებულ მრავალფეროვან არჩევანს შორის, სადაც უამრავი ისეთი პოპულარული ციფრული აქტივია, როგორიც ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), ლაითქოინი (LTC) და სხვები არიან, დღეიდან FTN გამოჩნდა!
რა არის FTN ქოინი?
FTN, ასევე ცნობილი როგორც Fasttoken, არის Fastex-ის ეკოსისტემის მშობლიური ქოინი, რომელიც თავის მხრივ კომპლექსურ Web3 ინფრასტრუქტურას წარმოადგენს - გეიმინგითა და კრიპტო გადახდებით დაწყებული, მეტავერს აპლიკაციებითა და NFT სივრცით დამთავრებული. FTN-ის მიზანია, იყოს მრავალფუნქციური კრიპტო და ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი სხვადასხვა პლატფორმებსშორის, რომელიც მომხმარებლებს სწრაფი და უსაფრთხოტრანზაქციების საშუალებას აძლევს.
მასშტაბურობაზე ორიენტირებით შექმნილი FTN ქოინი მუშაობს Proof of Stake ალგორითმზე დაფუძნებულ Bahmut-ის ქსელზე, რომლის წყალობითაც მომხმარებლები უამრავი უპირატესობით სარგებლობენ, იქნება ეს აჩქარებული ტრანზაქციები, გაზრდილიუსაფრთხოება თუ ეკოლოგიური მდგრადობის შენარჩუნება.
Fastex-ის პროდუქტების პოპულარობის ზრდასთან ერთად, იზრდება FTN-ის როლიც, რომელიც დიდი ხანია უბრალოდ ტოკენი აღარ არის და Web3 სამყაროსათვის ერთგვარ ინოვაციასაც წარმოადგენს. მისი მულტიფუნქციურობა მრავალი ტიპის ადამიანის მოთხოვნასა და გემოვნებას აკმაყოფილებს - ვაჭრობა, ღირებულების შენახვა თუ სხვა.
რატომ იზრდება FTN-ის პოპულარობა?
FTN ქოინმა კრიპტო სამყაროში დიდი ყურადღება მიიპყრო და მისი პოპულარობა, პრაქტიკული გამოყენების გამო, კიდევ უფრო იზრდება. გარდა ამისა, არსებობს დამატებითი ფაქტორები, რომლებიც კრიპტოს გავრცელებას ხელს უწყობენ:
• მომხმარებელთა მზარდი რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით• პრაქტიკული გამოყენება რეალურ სამყაროში - სათამაშო ინდუსტრია, NFT ბაზარი და ა.შ. • პარტნიორობა სხვადასხვა ბიზნესთან• Bahmut-ის ქსელის უპირატესობები - მასშტაბურობადა დაბალი საკომისიოები• ძლიერი ბრენდინგი და ინტეგრაცია Fastex-ის მთლიან ეკოსისტემასთან
რა უპირატესობები აქვს FTN ქოინს?
• სისწრაფე - ბაჰმუტის ბლოკჩეინი, რომელზეც FTNქოინია შექმნილი, მაღალი სისწრაფით გამოირჩევა, ეს კი თანამედროვე კრიპტო სამყაროში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
• დაბალი საკომისიოები - გარდა სისწრაფისა, ბლოკჩეინი მომხმარებლებს განსაკუთრებით დაბალ საკომისიოებს სთავაზობს.
• სტეიკინგი - FTN ქოინის გამოყენებით, მომხმარებლებს სტეიკინგში მონაწილეობა და შესაბამისად, პასიური შემოსავლის მიღების შესაძლებლობა აქვთ.
• მულტიფუნქციურობა - ქოინის გამოყენება მრავალი მიმართულებით არის შესაძლებელი, იქნება ეს ვაჭრობა, საკომისიოების გადახდა, სტეიკინგი თუ სხვა.
• საინვესტიციო პოტენციალი - იმის გათვალისწინებით, რომ FTN ქოინის რაოდენობა შეზღუდულია და სულ დაახლოებით 1 მილიარდი აქტივი იარსებებს, იზრდება მისი საინვესტიციო პოტენციალი.
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა?
Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა მარტივია, მათ შორის დამწყებთათვისაც. დამატებით, მომხამრებელს მისთვის სასურველი რამოდენიმე მეთოდის არჩევა შეუძლია. FTN-ის ყიდვის ინსტრუქცია კი, ასე გამოიყურება:
1. Cryptal-ზე რეგისტრაცია ან ანგარიშში შესვლა2. ყიდვის მეთოდის შერჩევა:
- კონვერტაცია
- Spot ბირჟა
- პირდაპირ ბარათით3. NFT ქოინის არჩევა4. რაოდენობის მითითება5. ყიდვის დადასტურება
დამატებით, მომხმარებლებს აქვთ საშუალება კრიპტო Cryptal-ის მობილური აპლიკაციის გამოყენებით იყიდონ, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც iOS, ასევე Android მოწყობილობებზე.
FTN ქოინი უკვე Cryptal-ზეა!
FTN ქოინი თავის თავში აერთიანებს სისწრაფეს,ფუნქციონალსა და მძლავრ ეკოსისტემას, რაც მას მნიშვნელოვან და საყურადღება კრიპტო აქტივად აქცევს. თუ მომხმარებელი დაინტერესებულია Web3-ის შესაძლბელობებში ინვესტირებით ან უბრალოდ სურს საკუთარი კრიპტო პორტფელის დივერსიფიკაცია, FTN შეიძლება იდეალური არჩევანი იყოს.
ახლა კი, როდესაც კრიპტო უკვე Cryptal-ზეა ხელმისაწვდომი, მისი ყიდვა, შენახვა და გადარიცხვა მაქსიმალურად გამარტივებულია ნებისმიერი გამოცდილების მქონე მომხმარებლისათვის.