Coca-Cola-ს ბელგიური სამმართველო ახორციელებს პროდუქციის მასობრივ გაწვევას ევროპის ქვეყნებიდან, ტოქსიკური ქლორატების გადაჭარბებული დონის გამო, იუწყება Le Monde.
„ჩვენს წარმოების ადგილზე, გენტში, ჩვენ ვატარებთ ტესტებს, როგორც ჩვენი კონტროლის პროცედურების ნაწილს და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობას ვამოწმებთ. ამ ტესტებმა გამოავლინა ქლორატების მაღალი დონე“, - აცხადებენ კომპანიაში.
გაწვევა ეხება Coca-Cola, Sprite, Fanta, Fuze Tea, Minute Maid, Nalu, Royal Bliss და Tropico სასმელებს მინის და პლასტმასის ბოთლებში, რომლებიც მიმოქცევაში იყო 2024 წლის ნოემბრიდან. ბელგიის გარდა, პროდუქტი იყიდებოდა ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ლუქსემბურგში.
„წარმოების პარტიული კოდები 328 GE-დან 338 GE-მდე (მათ შორის)“ - განმარტეს ბელგიის კვების ჯაჭვის უსაფრთხოების ფედერალურ სააგენტოში (Afsca).
„ზუსტი ციფრები არ გვაქვს, მაგრამ ცხადია, რომ ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. პროდუქტების უმეტესობა აღარ არის მაღაზიებში და ჩვენ ვაგრძელებთ ზომების მიღებას მათი ბაზრიდან ამოღების მიზნით“, - განუცხადეს Coca-Cola-ს ბელგიურ სამმართველოში Agence France-Presse-ს.