„კომერსანტის თემის“ ეთერში Air balloon Tbilisi- ის დირექტორმა მეა კაპანაძემ ვიზიტორების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მათი მომხმარებლის ძირითად წყაროს კვლავ ტურისტები წარმოადგენენ.
მისივე თქმით, შიდა ბაზარიც ეტაპობრივად იზრდება, რისი ერთ-ერთი დადასტურებაც განმეორებითი ვიზიტების მზარდი მაჩვენებელია.
„არსებულ ტენდენციას თუ შევხედავთ საჰაერო ბურთზე ძირითადი მოთხოვნა კვლავ ტურისტების მხრიდანაა, უფრო კონკრეტულად, ჩვენი ვიზიტორების 75 პროცენტი არის ტურისტი, დანარჩენი 25 პროცენტი კი ადგილობრივი. აქვე წამოვიდა სასიამოვნო ტენდენციაც ადგილობრივი ვიზიტორების მხრიდან. ვგულისხმობ იმას, რომ მათი მხრიდან ადგილი აქვს განმეორებით ვიზიტებს.
გარდა ამისა, ახლა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იმ კუთხით, რომ მიმდინარეობს განახლება ჩვენს სარეკლამო პარტნიორებთან დაკავშირებით. Air balloon Tbilisi - ის პლატფორმა ერთ-ერთი მასშტაბურია და იქ განთავსებულ რეკლამას ათიათასობით ადამიანი ხედავს. სარეკლამო ადგილი კი ამ ეტაპისთვის ვაკანტურია“, - განაცხადა მეა კაპანაძემ.