სავაჭრო ცენტრი ,,მეგალაინი’’ 2025 წელს სივრცის განახლებას გეგმავს. სამუშაოები უკვე დაწყებულია. მიზანი სავაჭრო ცენტრისთვის ინოვაციურობის შემატებაა. გეგმებზე PR-ისა და მარკეტინგის მენეჯერმა თეონა ხუჭუამ ,,კომერსანტის“ წლის შემაჯამებელ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიას საჭირო რესურსები გააჩნია, რათა სივრცე განაახლოს და მეტად თანამედროვე გახადოს. ,,მეგალაინი’’ ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელია ოპერირებს, რაც თეონა ხუჭუას განცხადებით, სტაბილურობის მთავარი ნიშანია.
,,2025 წელი გვინდა დავუთმოთ ჩვენი სავაჭრო ცენტრის სრულ რეკონსტრუქციას. უკვე დაწყებულია სამუშაოები და დიდი იმედი გვაქვს, რომ უფრო გავახალისებთ ჩვენს ცენტრს. კმაყოფილები იქნებიან ჩვენი მოიჯარეებიც, ცენტრში მოსული სტუმრებიც. ვმუშაობთ აგრეთვე 2025 წლის სტრატეგიაზე, სიახლეებზე, ინიციატივებზე. ჩვენი მიზანია, რომ უფრო ინოვაციური გახდეს ცენტრი. გახდეს მსხვილი კონკურენტუნარიანი ადგილი საქართველოში. ჩვენ ამის რესურსი გვაქვს. თუნდაც ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. პარკინგის უდიდესი ტერიტორიით, ჩვენი მოქნილი პირობებით, რესურსი ძალიან დიდი გვაქვს.’’- განაცხადა თეონა ხუჭუამ.
სიახლე მხოლოდ სავაჭრო ცენტრს არ შეეხება. ,,მეგალაინი’’ განახლებას ბიზნეს ცენტრშიც გეგმავს. PR-ისა და მარკეტინგის მენეჯერი თეონა ხუჭუა აცხადებს, რომ მათთვის 2025 წლიდან მნიშვნელოვანი იქნება მცირე მეწარმეებისა და სტარტაპ კომპანიების მხარდაჭერა. ამ მიზნით, ბიზნეს ცენტრი მათ განსხვავებულ პირობებს შესთავაზებს. თეონა ხუჭუამ ყურადღება გაამახვილა იმ ბენეფიტებზე, რასაც ბიზნეს ცენტრი საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობენ.
,,გვაქვს ბიზნეს ცენტრი, რომელიც სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარეობს, სადაც პირველი სამი სართული არის სტანდარტული ტიპის ოფისები. მე-4 სართულზე არის მანსარდული ტიპის ოფისები, ხელოვანი ადამიანების ოფისებს ვეძახი. განსხვავებული ხედებით, რუტინა რომ ბეზრდებათ, სტატისტიკურად რომ გადავხედოთ ასეთი ტიპის ადამიანები იღებენ ამ ოფისებს იჯარით. ლოკაციასთან და სხვა ბენეფიტებთან ერთად სხვა მთავარი ბენეფიტი არის ის, რომ 24/7-ზე შეუძლია ოფისში მუშაობა კომპანიას. ეს საერთაშორისო კომპანიისთვის არის ძალიან კომფორტული, იმიტომ რომ პირობითად 7 საათზე რომ დაუხურო ოფისი ის ვერ მუშაობს. ჩვენ ეს უპირატესობა გვაქვს, რომ 24/7-ზე შეუძლია იყოს ოფისში და იმუშაოს. 2025 წელს გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ადგილობრივ მეწარმეებზე. რაც მთავარია გვინდა, სტარტაპ კომპანიებს განსხვავებული პირობები შევთავაზოთ. უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა. ჩვენთან საოფისე ფართებისა და პავილიონების გარდა არის სარეკლამო ადგილები და პატარა კუნძულები. მინდა პატარა კუნძულები მცირე მეწარმეებს შევთავაზოთ, რაც მგონია მათთვის საინტერესო იქნება. ‘’- განაცხადა თეონა ხუჭუამ.