Galt & Taggart-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მეორე კვარტლის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში ბაკურიანში 209 ბინა გაიყიდა, რაც გასულ წელს სამთო კურორტზე გაყიდული ბინების რაოდენობაზე 9.9%-ზე ნაკლებია, ხოლო კვარტალურად გაყიდვის მაჩვენებელი 10.7%-ითაა შემცირებული.
რაც შეეხება ბაკურიანში საცხოვრებელი ქონების ღირებულებას, 2023 წლის II კვარტალში კურორტზე ბინების საშუალო შეწონილი ფასი კვადრატულ მეტრზე 1,112 დოლარი იყო. ბინები წლიურად 0.9%-ით გაიზარდა.
მიმოხილვის მიხედვით, ბაკურიანში მეორე კვარტალში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 8.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 19.1%-იანი და კვარტალური 24.2%-იანი შემცირებაა.