BLOX დეველოპერული კომპანიაა, რომელიც უკვე ათწლეულია ქმნის თანამედროვე და მრავალფუნქციურ საცხოვრებელ გარემოს. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ხარისხის, უსაფრთხოებისა და თანამედროვე სტანდარტების პრინციპებს, ხოლო მისი მიზანია თბილისის ურბანული გარემოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

კომპანიის საქმიანობა აერთიანებს საცხოვრებელ, საინვესტიციო, სასტუმრო და კომერციულ მიმართულებებს. გამოცდილებისა და მრავალფეროვანი საქმიანობის შედეგად, BLOX ადგილობრივი დეველოპერული კომპანიიდან თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარზე დივერსიფიცირებულ და ძლიერ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი სივრცეების შექმნა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრემიუმ ხარისხის მასალებს, ენერგოეფექტურობას, ფუნქციურ დაგეგმარებასა და მომსახურების ხარისხს.

31 ოქტომბერს BLOX-ის ახალი, მასშტაბურ მრავალფუნქციურ პროექტს „ბლოქსი ხეივანი“-ის გაყიდვები იწყება. პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას კი BLOX-ის მარკეტინგის გუნდისგან გავიგეთ.

მოგვიყევით ახალი პროექტის შესახებ?

„ბლოქსი ხეივანი“ არის თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე, რომელიც გამოირჩევა კომფორტზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურითა და ფუნქციური დაგეგმარებით. პროექტის კონცეფცია ემსახურება მშვიდი, უსაფრთხო და სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნას, სადაც ყოველდღიური ცხოვრება მაქსიმალურად მოსახერხებელი და სასიამოვნოა.

კომპლექსი შვიდ ბლოკს აერთიანებს, მათ შორის ორ თაუერის ტიპის საცხოვრებელ კორპუსს, საოფისე და კომერციულ სივრცეებს, ბრენდულ სუპერმარკეტს, აფთიაქსა და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტს, რაც მაცხოვრებლებს ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებისა და კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობას ერთ სივრცეში სთავაზობს. საცხოვრებელი ბინის ფართები კი 37 კვადრატული მეტრიდან იწყება.

რა უპირატესობები გააჩნია პროექტს?

 „ბლოქსი ხეივნის“ კონცეფცია აერთიანებს:

  • დაცულ და იზოლირებულ ტერიტორიას
    • თანამედროვე ინფრასტრუქტურას
    • 6,288 კვ.მ-მდე სარეკრეაციო და მოსასვენებელ ზონებს
    • ეკოლოგიურ და ენერგოეფექტურ საცხოვრებელ გარემოს
    • საბავშვო გასართობ და სათამაშო ზონებს
    • სპორტულ მოედნებს
    • ველობილიკს
    • პარკინგს
    • სავაჭრო და კომერციულ ობიექტებს
    • თანამედროვე ლობის

პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მდებარეობაცაა. აღმაშენებლის ხეივანი, თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული და სწრაფად განვითარებადი ურბანული არეალი; საიდანაც მარტივად არის შესაძლებელი ქალაქის მნიშვნელოვან პუნქტებთან, სავაჭრო თუ კომერციულ ობიექტებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირება.

ვინ იმუშავა პროექტის არქიტექტურაზე?

„ბლოქსი ხეივანი“-ს უნიკალურ არქიტექტურაზე, ხმალაძე არქიტექტორების გამოცდილმა გუნდმა იმუშავა. ექსტერიერის გამოკვეთილი და თანამედროვე გადაწყვეტები პროექტს ქალაქის გამორჩეულ სახედ აქცევს.

რა შეთავაზებები დახვდებათ ვიზიტორებს 31 ოქტომბერს?

წინასწარი გაყიდვები 31 ოქტომბერს, აღმაშენებლის ხეივნის N105-ში გაიმართება; ზუსტად იმ ლოკაციაზე, სადაც ახალი კომპლექსის მშენებლობას ვიწყებთ. დაინტერესებულ სტუმრებს 11:00 დან 20:00 საათამდე ვუმასპინძლებთ. ადგილზე მათ დეტალურად გავაცნობთ პროექტს მახასიათებლებსა და უპირატესობებს.

მომხმარებლებს, რომლებიც ბინას გაყიდვების დაწყების დღეს შეიძენენ, განსაკუთრებული ფასდაკლება დახვდებათ, რომელიც მხოლოდ ერთი დღით იმოქმედებს. ამასთან ჩვენს ახალ მობინადრეებს გადაეცემათ საჩუქრები და შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში.

„ბლოქსი ხეივანი“ BLOX-ის მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე ხედვის გაგრძელებაა და შექმნილია მათთვის, ვინც საცხოვრებელ ადგილთან ერთად სრულფასოვან გარემოს ეძებს.

BLOX აქ ცხოვრებას მოაქვს ბედნიერება.