უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანიამ „ბიოგრაფი ლივინგმა“ ხელი მოაწერა პარტნიორობის მემორანდუმს „შინდლერთან“ —შვეიცარიულ კომპანიასთან, რომელიც მსოფლიოში ლიფტების, ესკალატორებისა და მოძრავი ბილიკების ლიდერი მწარმოებელია და ყოველდღიურად 2 მილიარდზე მეტ ადამიანს ემსახურება.
1874 წელს ცენტრალურ შვეიცარიაში დაარსებული კომპანია „შინდლერი“ მუდმივად ავითარებს მომავლის მობილობის ტექნოლოგიებს და 69,000-ზე მეტი თანამშრომლის დახმარებით, 100-ზე მეტ ქვეყანაში უწყობს ხელს ქალაქების განვითარებასა და მათ საცხოვრებლად უფრო კომფორტულ სივრცეებად გარდაქმნას.
ხელმოწერის ცერემონიას „შინდლერის“ ევროკავშირის სამხრეთ რეგიონის ექსპორტის ხელმძღვანელი, რიკარდო მესკინი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ
საქართველოს ბაზარი „შინდლერისთვის“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. „ჩვენ აქ დიდ პოტენციალს ვხედავთ და ისეთ პარტნიორთან თანამშრომლობა, როგორიც „ბიოგრაფი ლივინგია“, ამ ბაზარს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. საერთო გვაქვს ღირებულებებიც, რომლებზეც „შინდლერი“ მთელი თავისი ისტორიის მანძილზე დგას — შვეიცარიული სიზუსტე, სანდოობა და პატივისცემაზე აგებული პარტნიორული ურთიერთობები. შესაბამისად, გვჯერა, რომ ერთად წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ ", განაცხადა მან.
„შინდლერის“ ტექნოლოგიური საშუალებები ხელს უწყობს ურბანული გარემოს უსაფრთხო და ეფექტურ განვითარებას. საქართველოში „შინდლერს“ BME LLC(Schindler Georgia) წარმოადგენს, რომელიც მდგრადი და ეკო-მეგობრული გადაადგილების საშუალებებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის თანამედროვე ქალაქად გარდაქმნაში.
"მოხარულები ვართ, რომ „ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში მაცხოვრებლების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზე შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ იზრუნებს, „შინდლერის“ ვერტიკალური გადაადგილების საშუალებების ხარისხი და ინოვაციური ტექნოლოგიები სრულად შეესაბამება იმ მაღალ მომსახურების სტანდარტებს, რასაც „ბიოგრაფი ლივინგის“ თითოეული მცხოვრებლისთვის ვაწესებთ," — განაცხადა ვასილ ფხაკაძემ, „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” 2023 წლიდან დეველოპერულ ბაზარზე წარმოდგენილია 4 მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტით: საკენი – ვაჟა ფშაველას გამზირზე; მატიანი – წერეთლის გამზირზე; შანტანი – მაიაკოვსკის ქუჩაზე, მუშთაიდის პარკის წინ და ყველაზე მასშტაბური პროექტი ჰისნი, რომელიც ქ. დედოფლის გამზირზე მდებარეობს. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება $400 მლნ-ია. 2025 წლის მეორე ნახევრიდან „ბიოგრაფი ლივინგი თბილისში კიდევ ხუთ ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს. „ბარე“ (ავლაბარი, ლომაურის ქ. 3), „დაირა“ (ორთაჭალა, გორგასლის ქ. 73), „ლიბრეტო“ (ვაკე, ფალიაშვილის ქ. 11), „მოზაიკა“ (საბურთალო, გაზაფხულის ქ. 10), „გარდანი“ (გლდანი, ალექსი გობრონიძის ქ. 6) დედაქალაქის როგორც ცენტრალურ, ისე ისტორიულ უბნებში 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით აშენდება და მობინადრეებს საშუალებას მისცემს 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ჰქონდეთ წვდომა ყველა საჭირო პროდუქტსა და სერვისთან. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 200 მილიონ დოლარს შეადგენს. ,ბიოგრაფი ლივინგის” პროექტებს გამოარჩევს მდებარეობა, მულტიფუნქციურობა, გამორჩეული ხასიათი და არქიტექტურა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის ურბანული გარემოს გაჯანსაღებასა და განახლებაში.