„ბიძინა, ორ მილიარდს მე გადაგიხდი, დაგვაბრუნე ევროპაში!" - ამ სიტყვებით მიმართავს ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს.
ფადი ასლი ირაკლი კობახიძის მიერ გამართულ პრესკონფერენციას ეხმაურება, სადაც პრემიერმა თქვა, რომ ივანიშვილი არ შეხვდება ჯიმ ო'ბრაიენს. კობახიძის განცხადებით, „როგორც კი დასრულდება შანტაჟი, დე ფაქტო სანქციები, მაშინვე რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს".
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც იგივე შენიშნეთ: როდესაც ირაკლი კობახიძე საუბრობს, ის არ საუბრობს როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის საუბრობს როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი," - წერს ფადი ასლი.