2023 წელს ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან 62.1 მილიონი ლარი შევიდარაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 50%-ით აღემატება.

აჭარის რეგიონის სათამაშო ბიზნესის სტატისტიკური ანალიზის მიხედვითგასულ წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი 6-წლიან მაქსიმუმზეა და პანდემიამდელ მონაცემებსაც აჭარბებსრაც შეეხება სტრუქტურასმოსაკრებლის ძირითადი ნაწილი (85%) სამორინეებიდან არის მიღებულისათამაშო ბიზნესის სხვა ტიპის სუბიექტებზე მოსაკრებლების მხოლოდ 15% მოდის.

გასულ წელს ბათუმში 13 სამორინე ფუნქციონირებდარომელთა მიერ გადახდილი ჯამური თანხა 52.9. მილიონი ლარიარაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 50%-ით აღემატება.

გასული წლის მონაცემებითბათუმის სამორინეებში სათამაშო მაგიდებისა და აპარატების რაოდენობა გაიზარდაკერძოდსათამაშო აპარატებიწინა წელთა შედარებით, 124 ერთეულით გაიზარდა და 1 397 იყოსათამაშო მაგიდების რაოდენობა კი 18 ერთეულით, 214-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავიარომ გარდა ბათუმის მუნიციპალური ბიუჯეტისასათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ირიცხება ხელვაჩაურის მუნიციპალურ ბიუჯეტშიც. 2023 წელს ხელვაჩაურის ბიუჯეტში 2.6 მილიონი ლარის მოსაკრებელი ჩაირიცხა.

აჭარის ბიუჯეტში სამორინეებმა საშემოსავლო გადასახადის სახით 28.8 მილიონი ლარი შეიტანეს, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 38%-ით აღემატება. 2023 წელს სამორინეებში 5 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

აჭარაში მოქმედ სამორინეებს ჯამურად 1.2 მილიონი ვიზიტორი ჰყავდათ, საიდანაც 90% არარეზიდენტი იყო.

მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 1 იანვრიდან აზარტული თამაშების სექტორს გადასახადი გაეზარდა. თუკი აქამდე მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზარდა, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით იბეგრება.

bm.ge