15 ნოემბერს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი „ლისი სანრაიზი“ წარუდგინა. პრეზენტაცია ლისის ტბასთან, მაჭავარიანის 11 ნომერში გაიმართა. პრესტიჟულ და გამწვანებულ ადგილას, ლისის ტბიდან 1კმ., ხოლო სამედიცინო უნივერსიტეტიდან 1.5 კმ.-ში შენდება არქის ახალი ელიტარული კომპლექსი. წარდგენის ღონისძიებას არქის პარტნიორები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებელი ილია წულაია, გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი და თიბისი ბანკის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების დაფარვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დარჩიაშვილი.

„არქის პროექტები ფაქტობრივად თბილისის ყველა უბანშია. მოხარულები ვართ,  წარმოგიდგინოთ ახალი ელიტარულ კომპლექსი, რომელიც ამ გამორჩეულ ადგილას აშენდება. ლისი სანრაიზის დახვეწილი ექსტერიერი ქალაქის იერსახეს დაამშვენებს და არქელებისთვის სრულყოფილად ცხოვრების შესაძლებლობას შექმნის .“- არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

კომპლექსი 6 დაბალსართულიან საცხოვრებელ სახლს და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას აერთიანებს. კომპლექსში არქელებს დახვდებათ: 15 000 კვ.მ. კეთილმოწყობილი ეზო, ღია საცურაო აუზი და ფიტნეს დარბაზი, კინოთეატრი და საბავშვო გასართობი ზონა, ხოლო კომფორტული ბინებიდან ულამაზესი პანორამული ხედები გადაიშლება თბილისზე.

„არქის ელიტარული პროექტი ლისი სანრაიზი თბილისში იქნება ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტი. კომპლექსი მოიცავს ექვს ხუთსართულიან შენობას და გამოირჩევა ფანტასტიკური ხედებით, ლისი სანრაიზის ბინებიდან პანორამული ხედები გადაიშლება თბილისზე და განსაკუთრებით ლამაზი იქნება მზის ამოსვლა. კომპლექსში გათვალისწინებულია ღია აუზი, კინოთეატრი და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც ასეთ ელიტარულ პროექტშია საჭირო. ლისი სანრაიზი რამდენიმე ეტაპად განვითარდება, პირველი ეტაპი დასრულდება 1.5, ხოლო საბოლოო ეტაპი 3 წელიწადში.“ - არქის დამფუძნებელი ილია წულაია.

„თიბისის და არქის მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. 10 წელიწადზე მეტია ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ. რაც შეეხება ლისი სანრაიზს, არქის პორტფელში ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იქნება. ეს პროექტი გამორჩეულია რამდენიმე კომპონენტით: არის დაბალი განაშენიანების, ძალიან ლამაზი არქიტექტურის და საუკეთესო მდებარეობის. ლისზე ჯანსაღი გარემო და სუფთა ჰაერია, ამასთან ერთად, კომპლექსში ყველაფერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის. მჯერა, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული და მაცხოვრებლებს შესთავაზებს განსხვავებულ, გამორჩეულ საცხოვრებელ პირობებს.“ - თიბისი ბანკის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების დაფარვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დარჩიაშვილი.

ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი ლისი სანრაიზი ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებით შენდება. კომპლექსში მომხმარებლებს მშენებარე ბინები შეუძლიათ მათზე მორგებული, გადახდის საუკეთესო პირობებით შეიძინონ.

ღონისძიებაზე დამსწრეებს დეტალურად წარუდგინეს ახალი ელიტარული კომპლექსი და ცოცხალი მუსიკის თანხლებით ფურშეტით გაუმასპინძლდნენ. არქის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია მომავალში საზოგადოებას კიდევ არაერთ მასშტაბურ და გასაოცარ პროექტს წარუდგენს.