სახელფასო ადმინისტრირება, ანუ Payroll, თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ეს არის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა განაცემების დროულ და ზუსტ ანაზღაურებას, კანონმდებლობასთან შესაბამისობას და კომპანიის სახელფასო დანახარჯების ეფექტურ მართვას.

ბოლო წლებში, საქართველოში ამ სფეროს მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა, რაც განპირობებულია როგორც ბიზნეს გარემოს განვითარებით, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებით. ბიზნეს გარემოს მზარდი გამოწვევების საპასუხოდ, გრანთ თორნთონ საქართველომ გააძლიერა ფეიროლ მიმართულება და ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებების (BPS) დეპარტამენტში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სერვის ლაინი - სახელფასო ადმინისტრირება/Payroll.

რა იგულისხმება სახელფასო ადმინისტრირების სერვისში, რამ განაპირობა Payroll Management-ის ცალკე მომსახურებადჩამოყალიბების აუცილებლობა და რა ტიპის სახელფასო ადმინისტრირების სერვისებს სთავაზობს გრანთ თორნთონიბაზარს, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე Payroll Management-ის სერვისთან დაკავშირებით „კომერსანტის“ ეთერში ნათია ივანიაშვილმა და ნათია მჟავანაძემ ისაუბრეს.

- რა იგულისხმება სახელფასო ადმინისტრირების სერვისში, იგივე Payroll Management-ში?

სახელფასო ადმინისტრირების სერვისი, ანუ ე.წ. Payroll Management, წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, რომელიც მოიცავს თანამშრომელთა ანაზღაურებასთან დაკავშირებული მთელი რიგი ოპერაციების მართვასა და ზედამხედველობას. ეს სერვისი შედგება შემდეგი ძირითადი კომპონენტებისგან:

  • ხელფასების, პრემიებისა და სხვა ანაზღაურების გამოთვლა და დამუშავება.
  • კანონით გათვალისწინებული გამოქვითვებისა და გადასახადების დროული ადმინისტრირება.
  • სახელფასო ჩანაწერების უსაფრთხო და სისტემური შენახვა კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
  • შრომის კანონმდებლობასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • ყოველთვიური სახელფასო დანახარჯების შესახებ ანალიზური რეპორტების მომზადება სამომავლო ფინანსური რესურსების ოპტიმალური მართვისთვის.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს სახელფასო ფურცლის (Pay slip) როლი ამ პროცესში. ეს დოკუმენტი წარმოადგენს ინდივიდუალურ, დეტალურ ანგარიშს, რომელიც ასახავს თითოეული თანამშრომლის ყოველთვიურ დარიცხვებსა და დაქვითვებს, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და სიზუსტეს ანაზღაურების პროცესში.

სახელფასო ადმინისტრირების ეფექტური მართვა ხელს უწყობს ორგანიზაციის ფინანსური რესურსების ოპტიმიზაციას, თანამშრომელთა კმაყოფილების ზრდასა და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობას.

- რა ფაქტორებმა განაპირობა სახელფასო ადმინისტრირების სერვისის (Payroll Management) ცალკე მომსახურებად ჩამოყალიბების აუცილებლობა?

სახელფასო ადმინისტრირების სერვისის, როგორც დამოუკიდებელი მომსახურების, ჩამოყალიბება განპირობებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით:

  • საკანონმდებლო ცვლილებები: საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა არსებითი გავლენა მოახდინა სახელფასო ანგარიშსწორების პროცესებზე. ორგანიზაციებისთვის აუცილებელი გახდა ახალ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა სამართლებრივი რისკების თავიდან ასაცილებლად.
  • შრომითი ინსპექციის როლის გაძლიერება: ბოლო პერიოდში, საგრძნობლად გაიზარდა შრომითი ინსპექციის ინსტიტუტის მანდატი. მათ მიეცათ სახელფასო ადმინისტრირების პროცესის როგორც ადმინისტრაციული, ასევე შინაარსობრივი კუთხით შემოწმების უფლება. თავის მხრივ, ეს ზრდის ორგანიზაციის პასუხისმგებლობას, რომ პროცესი კანონმდებლობასთან მუდმივ შესაბამისობაში იყოს.
  • გამჭვირვალობის მოთხოვნა: თანამედროვე შრომით ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა გამჭვირვალე სახელფასო პოლიტიკის მიმართ. დასაქმებულები მეტად ინტერესდებიან თავიანთი კომპენსაციის გამოთვლის მეთოდოლოგიითა და გამოქვითვების სტრუქტურით, რაც აუცილებელს ხდის დეტალური და გასაგები ინფორმაციის მიწოდებას.
  • საერთაშორისო კომპანიების გავლენა: საქართველოს შრომით ბაზარზე საერთაშორისო კომპანიების რაოდენობის ზრდამ შემოიტანა ახალი სტანდარტები სახელფასო ადმინისტრირების მიმართულებით. ამან, თავის მხრივ, გაზარდა დასაქმებულთა მოლოდინები და მოთხოვნები ანაზღაურების გამოანგარიშების გამჭვირვალობის მიმართ.
  • რესურსების ოპტიმიზაცია: Payroll Management სერვისი საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს, გადასცენ შრომატევადი ადმინისტრაციული პროცესები საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურების მაღალ ხარისხს და სრული შესაბამისობის დაცვას. ეს ხელს უწყობს კომპანიებს რესურსების ოპტიმიზაციაში და მენეჯმენტს საშუალებას აძლევს, მთლიანად კონცენტრირდეს ძირითად ბიზნეს მიზნებზე.

ამ ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა სახელფასო ადმინისტრირების სერვისის, როგორც დამოუკიდებელი და სპეციალიზებული მომსახურების, ჩამოყალიბების აუცილებლობა. 

გრანთ თორნთონ საქართველო უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს სახელფასო ადმინისტრირების მომსახურებას. ჩვენი გუნდის მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, შევთავაზოთ კლიენტებს მაღალი ხარისხის, სანდო და ეფექტური მომსახურება. ბოლო წლებში ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა პროფესიონალურ სახელფასო ადმინისტრირების სერვისზე, რამაც განაპირობა ამ მიმართულების ცალკე დეპარტამენტად ჩამოყალიბება.

- რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს კომპანიები სახელფასო ადმინისტრირების კუთხით? რატომ არის მნიშვნელოვანი ორგანიზაციაში გამართული Payroll სისტემის არსებობა და რომელი ტიპის კომპანიები დგანან ამ გამოწვევების წინაშე?

დღევანდელ ბიზნეს გარემოში კომპანიები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან სახელფასო ადმინისტრირების მიმართულებით, რომელთაგან აღსანიშნავია შემდეგი საკითხები:

  • საკანონმდებლო ცვლილებებთან ადაპტაცია: კომპანიებს უწევთ მუდმივად თვალყური ადევნონ და სწრაფად მოერგონ შრომის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს.
  • მონაცემთა უსაფრთხოება: თანამშრომელთა პერსონალური და ფინანსური ინფორმაციის დაცვა.
  • ავტომატიზაცია და ტექნოლოგიური ინტეგრაცია: თანამედროვე Payroll სისტემების დანერგვა და მათი ინტეგრაცია არსებულ საინფორმაციო სისტემებთან ხშირად რთულ ამოცანას წარმოადგენს.
  • გამჭვირვალობის უზრუნველყოფა: თანამშრომლებისთვის დეტალური და გასაგები სახელფასო ინფორმაციის მიწოდება.
  • მულტინაციონალური ოპერაციები: საერთაშორისო კომპანიებისთვის სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო და შრომითი კანონმდებლობის გათვალისწინება.

შესაბამისად, გამართული Payroll სისტემის არსებობა მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის, რათა იყვნენ კანონმდეგბლობასთან შესაბამისები, რაც თავის მხრივ ამცირებს სამართლებრივ რისკებს და ჯარიმების ალბათობას. შეინარჩუნონ ფინანსური ეფექტურობა, რაც გამოიხატება სახელფასო პროცესების სიზუსტითა და შეცდომების მინიმიზაციით. დროისა და რესურსების სწორი მენეჯმენტი, ავტომატიზირებყული სისტემები ამცირებს მანუალური შრიმის საჭიროებას. რაც, საბოლოოთ, იწვევს თანამშრომელთა კმაყოფილების ზრდას და კომპანიის რეპუტაციის ზრდას, როგორც კარგი დამსაქმებელი.

გამართული სახელფასო სისტემების არსებობა ყველა ტიპის ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე გამოვყოფდით შემდეგი ტიპის კომპანიებს:

  • მულტინაციონალურ კორპორაციებს, რომლებიც ოპერირებენ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული რეგულაციებით, სჭირდებათ დარგის სპეციალისტები სახელფასო ადმინისტრირებისათვის, რათა უზრუნველყონ ადგილობრივი კანონმდებლობის სრული დაცვა, თავიდან აიცილონ პოტენციური რისკები და უზრუნველყონ პროცესების უმაღლესი სტანდარტებით შესრულება.
  • საშუალო ზომის საწარმოებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი რესურსები სრულფასოვანი შიდა სახელფასო გუნდის ჩამოსაყალიბებლად, სჭირდებათ პროფესიონალები, რათა უზრუნველყონ სახელფასო პროცესების ეფექტური და ზუსტი მართვა, რაც ეხმარება მათ დანახარჯების შემცირებას და ოპერაციების გამარტივებას.
  • IT კომპანიები: სადაც ხშირია პროექტის შესრულებაზე მიბმული ანაზღაურების სისტემები და კომპლექსური კომპენსაციის სქემები.

გამართული Payroll სისტემა ეხმარება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი  ტიპის  ორგანიზაციებს ეფექტურად გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოს სახელფასო პროცესების გამართული ფუნქციონირება.

- რა ტიპის სახელფასო ადმინისტრირების სერვისებს სთავაზობს გრანთ თორნთონი ბაზარს და როგორ პასუხობს ეს მომსახურება თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებს?

გრანთ თორნთონი სთავაზობს სახელფასო ადმინისტრირების სერვისებს, რომლებიც სრულად პასუხობს თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს. ჩვენ ვმართავთ სახელფასო პროცესის სრულ ციკლს: ხელფასების გამოთვლიდან საგადასახადო ანგარიშგებამდე, უზრუნველვყოფთ ზუსტ გამოთვლებს, უსაფრთხო გადარიცხვებს და შესაბამისობას კანონმდებლობასთან.

პირველ რიგში, ჩვენ ვახორციელებთ სრულ Payroll პროცესირებას, რაც გულისხმობს ხელფასების, გადასახადებისა და სხვადასხვა სარგებლის ზუსტ გამოთვლას. ეს პროცესი მოიცავს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი თანამშრომლების (ექსპატრიატების) სპეციფიკური საგადასახადო რეჟიმების გათვალისწინებას.

ჩვენი სერვისი ასევე მოიცავს ხელფასების უსაფრთხო, ელექტრონული გადარიცხვის უზრუნველყოფას თანამშრომელთა საბანკო ანგარიშებზე. პარალელურად, ვახორციელებთ ყველა სავალდებულო გადასახადისა და გამოქვითვის - მათ შორის საშემოსავლო გადასახადის, სავალდებულო დაზღვევისა და საპენსიო შენატანების - გამოთვლას და ადმინისტრირებას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი სერვისი არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნიკური გამოთვლებით. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ კლიენტებს რეგულარული განახლებებით საკანონმდებლო ცვლილებებისა და მნიშვნელოვანი სახელფასო საკითხების შესახებ.

დამატებით, ჩვენ ვამზადებთ და ვაწვდით კლიენტებს დეტალურ სახელფასო ანგარიშებსა და ანალიტიკურ ინფორმაციას სხვადასხვა ფორმატში. ეს ანალიზი ეხმარება კომპანიებს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და ეფექტურად მართონ თავიანთი სახელფასო ხარჯები.

ჩვენი გლობალური ქსელის გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, გავაერთიანოთ საერთაშორისო პრაქტიკა და ადგილობრივი ცოდნა ინოვაციური გადაწყვეტილებების შესაქმნელად. ამ სინერგიის წყალობით, ჩვენ ვთავაზობთ თანამედროვე ბიზნესის გამოწვევებზე მორგებულ ეფექტურ სერვისებს.

- როგორ შეაფასებდით სახელფასო ადმინისტრირების (Payroll) სერვისების მომავალს საქართველოში და რა ტენდენციებს ელოდებით ამ სფეროში უახლოეს წლებში?

სახელფასო ადმინისტრირების სერვისების მომავალი საქართველოში ძალიან პერსპექტიულია, და უახლოეს წლებში რამდენიმე მთავარ ტენდენციას ველოდებით:

  • მზარდი მოთხოვნა: ბიზნესების გაფართოებასთან და საკანონმდებლო რეგულაციების ზრდასთან ერთად, Payroll სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება. კომპანიები აცნობიერებენ პროფესიონალური მომსახურების როლს დროულ და ზუსტ ადმინისტრირებაში.
  • ტექნოლოგიური ინოვაციები: ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია უფრო მეტად ჩაერთვება სახელფასო პროცესებში, რაც გაზრდის ეფექტურობას და შეამცირებს შეცდომების რისკს.
  • მონაცემთა უსაფრთხოება: კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტულობა კიდევ უფრო გაძლიერდება, და კომპანიები დიდ ყურადღებას დაუთმობენ პერსონალური მონაცემების დაცვას.
  • საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა: Payroll სერვისები უფრო დაუახლოვდება ევროკავშირის ნორმებს, რაც გააუმჯობესებს პროცესების მართვას და ხელს შეუწყობს ბიზნესების საერთაშორისო ინტეგრაციას.

ბაზრის მზარდმა მოთხოვნამ და ჩვენმა პროფესიულმა გამოცდილებამ საშუალება მოგვცა, შეგვექმნა სპეციალიზებული გუნდი, რომელიც ორიენტირებულია კლიენტების საჭიროებებზე და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას. ეს მიმართულება დღეს წარმოადგენს გრანთ თორნთონ საქართველოს ერთ-ერთ სტრატეგიულ სერვისს, რომელიც მუდმივად ვითარდება და იხვეწება ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ კომპანიებს არა მხოლოდ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს, არამედ მოემზადონ მომავალი ცვლილებებისთვისაც ამ დინამიურ სფეროში.