20 მილიონამდე ადამიანი იძულებული იქნება დატოვოს ხმელთაშუა ზღვის სანაპირო რაიონები 2100 წლისთვის პროგნოზირებული ზღვის დონის აწევის გამო, თუ ზომები არ იქნება მიღებული – „ევროპულსის“ ინფორმაციით, ასეთი დასკვნები გააკეთეს კლიმატის ცვლილების შესახებ ხმელთაშუა ზღვის ექსპერტთა სამეცნიერო საბჭოს (MedECC) ექსპერტებმა, კლიმატისა და სანაპირო რაიონებში რისკების შესახებ მოხსენებაში.
ამჟამად ხმელთაშუა ზღვის დონე ყოველწლიურად 2,8 მილიმეტრით იმატებს - ეს ორჯერ მეტია მე-20 საუკუნის საშუალო მაჩვენებელზე. მოსალოდნელია, რომ საუკუნის ბოლოს ზღვის დონე საშუალოდ ერთი მეტრით მოიმატებს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ეს გაზრდის ქარიშხლებით გამოწვეული წყალდიდობის რისკს. ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთი უბნის დატბორვა შეუქცევადი გახდება. საფრთხის ქვეშ იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც.