არდის და კომპანია ტენეს შორის ეკო-თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც არდი საოფისე საქმიანობისას გამოყენებული პლასტმასას დახარისხებას დაიწყებს, ხოლო ტენე მათი შემდგომი გადამუშავების გზით სრულად ეკომეგობრულ დამტენებს დაამზადებს ბიოდეგრადირებადი შეფუთვით.
„გლობალურ გამოწვევას ინდივიდუალური პასუხისმგებლობით ვპასუხობთ და ქაღალდთან ერთად, უკვე პლასტმასას დახარისხებასაც ვიწყებთ, რომელსაც შემდეგ ტენე ეკომეგობრულ დამტენებად გადააქცევს. 2016 წლიდან აქტიურად ვართ ჩართული ქაღალდის დახარისხება-გადამუშავების კამპანიაში და ამ დროისთვის უკვე 7 ტონაზე მეტი ქაღალდია არდის მიერ რე-უტილიზირებული. ასევე, არდი პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც 2015 წელს უარი თქვა პლასტიკური ბარათების გამოყენებაზე და ამით დღემდე თითქმის 1 მილიონი პლასტიკური ბარათის გამოყენება შეზღუდა. არდი მწვანეა არა მხოლოდ მისი ლოგოტიპის ფერით, არამედ ცხოვრების წესითაც. ამიტომ ვცდილობთ, აღვზარდოთ ეკო-ცნობიერება ჩვენში და ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაშიც“ - აცხადებს არდის ბიზნესის განვითარების დირექტორი თეონა გოდერიძე.
„ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 300 მილიონ ტონა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნარჩენს მოვიხმართ, მაგრამ მათგან მხოლოდ 9% გადამუშავდება განმეორებით. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ბიზნესის მხრიდან აქტივობა მაღალია ტენეს ახალ ინიციატივასთან მიმართებაში და იმედი გვაქვს, რომ არდის მსგავსად კიდევ სხვა სადაზღვევო კომპანიებიც შეუერთდებიან ამ ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთი გზა არის გლობალური ეკოლოგიური გამოწვევის დასაძლევად“ - აცხადებს კომპანია „ტენეს“ დირექტორი ალექსანდრე ლილუაშვილი.
#reducereuserecycle #ტენე #არდი