რა გავლენა ექნება რესტორნების ფასებზე ლარის კურსს - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ლარმა თუ გაუფასურება გააგრძელა ან არსებულ მდგომარეობაში დარჩა გრძელვადიან ვითარებაში, იმპორტირებული პროდუქტი გაძვირდება და შესაბამისად ტურისტულ სფეროშიც მოიმატებს ფასები.

„ლარმა თუ გაუფასურება გააგრძელა ან არსებულ მდგომარეობაში დარჩა გრძელვადიან ვითარებაში, იმპორტირებული პროდუქტი გაძვირდება და შესაბამისად ტურისტულ სფეროშიც მოიმატებს ფასები არასტაბილური მდგომარეობა ყოველთვის ცუდია ბიზნესისთვის და მომავლის პერსპექტივის სწორი დანახვა გართულებულია,“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება იმას დადგება თუ არა ფასების გადახედვის აუცილებლობა, შოთა ბურჯანაძის თქმით, ზაფხულში იმპორტის გავლენა ნაკლებია,რადგან ადგილობრივი სეზონური პროდუქტით ხდება ნაწილობრივ ჩანაცვლება, შესაბამისად გაძვირება ამ მხრივ ნაკლებ მოსალოდნელია, თუმცა ფასებზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს საწვავის გაძვირება.

„ზაფხულის პერიოდში ეს მოსალოდნელი არაა, რადგან ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლება ხდება და ნაკლები იმპორტია. საწვავის გაძვირება კი მნიშვნელოვნად იმოქმედებს. თუ ეს ვითარება სტაბილიზაციისკენ წავიდა ფასები არ აიწევს. თუმცა ამის არიდება ვერ მოხდება თუ ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა,“ - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.