მიტანის სერვისის სფეროს ლიდერი ფინური კომპანია ვოლტი მომხმარებელს მორიგ სიახლეს სთავაზობს - Wolt Drive-ი უკვე Kiwipost-ზეა.
KiwiPost-ი - კომპანია, რომელიც დიდ აქცენტს აკეთებს სერვისის ხარისხზე, სისწრაფესა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზე, საქართველოში ამანათების გადაზიდვას 6 ქვეყნიდან ახორციელებს. ის 2018 წლიდან ოპერირებს და დღეისათვის 100 000-ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს.
ვოლტისა და Kiwipost-ის თანამშრომლობის შედეგად, ვოლტის B2B სერვისით - Wolt Drive-ით სარგებლობას ამიერიდან უკვე Kiwipost-ის მომხმარებლებიც შეძლებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, შეკვეთა უმოკლეს ვადაში მიიღონ, შესაბამისად, გულისხმობს კიდევ უფრო მეტ კომფორტს და სისწრაფეს ამანათის მიწოდების პროცესში. შეთავაზებით სარგებლობას ამარტივებს ისიც, რომ Wolt Drive-ის სერვისის არჩევა მომხმარებელს KiwiPost-ზე საკუთარი ანგარიშიდან გაუსვლელად შეუძლია, შესაბამისად, ზოგავს დროს და მინიმალური ძალისხმევით, შეკვეთილ ამანათს სასურველ მისამართზე უმოკლეს ვადაში, სრულიად უსაფრთხოდ იღებს.
Wolt Drive ვოლტის B2B სერვისია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტს შეუძლია, მომხმარებელს შეკვეთის მიტანა 30 წუთში შესთავაზოს. მნიშვნელოვანია, რომ როგორც მომხმარებელს, ისე სავაჭრო ობიექტს შესაძლებლობა აქვს, თვალყური ადევნოს შეკვეთის მიტანის პროცესს რეალურ დროში და ისარგებლოს ვოლტის უმაღლესი კლასის მხარდაჭერის სერვისით 24/7-ზე. Wolt Drive საშუალებას აძლევს ონლაინ ვაჭრობის ბიზნესს, კონცენტრირდეს მომხმარებელსა და საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე, ხოლო შეკვეთის მიტანასთან დაკავშირებული ყველა ლოჯისტიკური საკითხის მოგვარებას Wolt Drive უზრუნველყოფს.