თბილისში, „კაზინო აჭარაში“, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა კომპანიიდან კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტები ამოიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, „კაზინო აჭარაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.