Georgian Airways-ის ავიაპარკს Boeing 737-800 შეემატა.
ავიაკომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ Boeing 737-800 უკვე არსებულ რეისებზე, ევროპის მიმართულებით იფრენს.
„ახალი ბორტი ევროპაში იფრენს. სექტემბრიდან ვგეგმავთ ბრიუსელის დამატებასაც“, - ამბობს თამაზ გაიაშვილი.
Titan Aircraft Investments-მა Georgian Airlines-ისთვის Boeing 737-800 სატვირთო საჰაერო ხომალდის მშრალი ლიზინგის წესით გადაცემის შესახებ განცხადება გასული წლის დეკემბერში გააკეთა. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ აქტივს მართავს Atlas Air Worldwide Holdings Inc-ის შვილობილი Titan Aviation Holdings-ი.
2000 წლიდან „ჯორჯიან ეარვეის“-მა საბჭოური თვითმფრინავებით დაკომპლექტებული ავიაპარკის განახლება დაიწყო და დღეს მის რეისებს BOEING-ის და CRJ-ის ტიპის ავიალაინერები ასრულებენ.
დღეისათვის ავიაკომპანიის მფლობელობაშია:
- ერთი BOEING 737-700 სავარძლების საერთო რაოდენობით 133, მათ შორის, 12 ბიზნესკლასის და 121 ეკონომკლასის;
- ერთი CRJ 200 სავარძლების საერთო რაოდენობით 50, მათ შორის, 6 ბიზნესკლასის და 44 ეკონომკლასის;
- ერთი BOEING 737-800 სავარძლების საერთო რაოდენობით 180, მათ შორის 12 ბიზნესკლასის და 168 ეკონომ კლასის.
- ერთი სატვირთო BOEING 737-800.