ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე - ,,აჭარაბეთ არენაზე“ მდებარე 691.28 კვ. მ. კომერციული დანიშნულების ფართის იჯარით გაცემის თაობაზე ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.
უძრავი ქონების ფასი, eauction.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 296 559 ლარია (წლიური საწყისი საიჯარო ქირა, დღგ-ს ჩათვლით).
ამჟამად, ობიექტი- ქ. ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირი N 13-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1-ის მიწისპირა სართულზე მდებარე 691.28 კვ. მ. ფართი შპს ,,აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ საკუთრებაშია.
კომერციული დანიშნულების ფართი დოკუმენტაციის მიხედვით, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში იჯარის წესით გადაცემა, ელექტრონული აუქციონის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის ვადით.