გაზაფხულის ბოლოს კავკასიის რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯი“ თბილისში ქვეყნის ყველაზე დატვირთულ საერთაშორისო ავტომაგისტრალზე (E60), თბილისის აეროპორტიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე გაიხსნება. თბილისი აუთლეტ ვილიჯის პირველი ფაზა 12,500 კვ.მ. – ზე იქნება გაშენებული, მთლიანი სივრცე კი 20 000 კვმ-ს მოციავს. სივრცეს არ ექნება მხოლოდ სავაჭრო დანიშნულება, ის იქნება ადგილი, სადაც მოდა, გართობა და კულტურა ერთმანეთს ხვდება. თბილისი აუთლეტ ვილიჯის დირექტორის, ნათია ჩიტაიას თქმით აუთლეტ ვილიჯის მიზანია გახდეს ყველაზე მიმზიდველი შოპინგ - ლოკაცია, რომელიც მოიზიდავს არა მხოლოდ ქართველ ვიზიტორებს, არამედ მეზობელ და საერთაშორისო ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს.
როგორ იქნება რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯი და რას შესთავაზებს მომხმარებელს „კომერსანტს“„თბილისი აუთლეტ ვილიჯი" დირექტორი ნათია ჩიტაია ესაუბრა.
რა გამოარჩევს თბილისი აუთლეტ ვილიჯს სხვა სავაჭრო ქსელებისგან?
თბილისი აუთლეტ ვილიჯი არის უპრეცედენტო პროექტი კავკასიის რეგიონში. ის არ არის მხოლოდ სავაჭრო სივრცე, ეს არის ადგილი, სადაც მოდა, გართობა და კულტურა ერთმანეთს ხვდება. ჩვენი მიზანია გავხდეთ რეგიონში ყველაზე მიმზიდველი შოპინგ-ლოკაცია, რომელიც არამარტო ქართველ ვიზიტორებს, არამედ როგორც მეზობელი ასევე საერთაშორისო ქვეყნებიდან მოიზიდავს სრტუმრებს.
ჩვენი მთავარი უპირატესობაა მუდმივი ფასდაკლებები, რაც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას შეიძინონ პრემიუმ და საერთაშორისო ბრენდები უფრო ხელმისაწვდომ ფასად, თუმცა თბილისი აუთლეტ ვილიჯი არ არის მხოლოდ შოპინგისთვის—ის მომხმარებლებს განსხვავებულ გასტრონომიულ გამოცდილებასაც სთავაზობს.
სივრცეში განთავსდება მაღალი ხარისხის რესტორნები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები, რაც სტუმრებს სრულფასოვან დასვენების საშუალებას მისცემს.
სპეციალურად პატარებისთვის ვქმნით ინტერაქციულ და გასართობ სივრცეებს, სადაც ბავშვები სასიამოვნოდ გაატარებენ დროს, სანამ მათი მშობლები შოპინგით იქნებიან დაკავებულნი.
პირველ ეტაპზე რამდენი ბრენდი იქნება აუთლეტ ვილიჯში წარმოდგენილი და რომელია ის ბრენდები, რომლებსაც პირველად თბილისი ათლეტ ვილიჯში ვიხილავთ?
თბილისი აუთლეტ ვილიჯი გახსნის პირველ ფაზაში 70-ზე მეტ მაღაზიას გააერთიანებს, ხოლო პროექტის სრულად განვითარების შემდეგ, 100+ საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდი იქნება წარმოდგენილი.
პირველი ფაზის სავაჭრო ფართობი: 12,500 კვ.მ. მთლიანი პროექტის სავაჭრო ფართობი: 20,000 კვ.მ. Tbilisi Outlet Village გაერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, რომლებიც საქართველოში უკვე წარმოდგენილია, მაგრამ ასევე გვექნება ექსკლუზიური ბრენდებიც, რომლებიც პირველად შემოვლენ ბაზარზე მხოლოდ თბილისი აუთლეტ ვილიჯის ფორმატში. მაგ: Adolfo Dominguez და Bimba Y Lola და სხვ.
ცოტა ხნის წინ თბილისი აუთლეტ ვილიჯმა უმასპინძლა სტუმრებს The Azerbaijan Fashion Retail Association - დან, რას გულისხმობს ეს თანამშრომლობა?
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული თანამშრომლობისა და თბილისი აუთლეტ ვილიჯის საერთაშორისო პოტენციალის გაძლიერებისთვის. აზერბაიჯანის წამყვანი მოდის რითეილერები დაინტერესებული არიან თბილისი აუთლეტ ვილიჯში საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების განთავსებით, რაც გააძლიერებს აუთლეტის ბრენდ მიქსს.
აზერბაიჯანიდან თბილისისკენ ტურისტული და სავაჭრო ნაკადი უკვე მაღალია, ხოლო მოსალოდნელი აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს პოტენციალს რეგიონული სავაჭრო ჰაბის ფორმატში. ასოციაციასთან შეხვედრა იყო პირველი ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორობისკენ, რაც გააძლიერებს კავკასიის რეგიონის რითეილისა და აუთლეტ სექტორის განვითარებას.
თბილისი აუთლეტ ვილიჯი არის რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯი , როგორია თქვენი მოლოდინები, რამდენად შეუწყობს ეს „შოპინგ ტურიზმის“ განვითარებას ხელს და ძირირათად რომელი ქვეყნებიდან ელოდებით ვიზიტორებს?
თბილისი აუთლეტ ვილიჯი საქართველოსა და კავკასიის რეგიონის პირველი პრემიუმ აუთლეტ ვილიჯია, რაც მას სტრატეგიულ სავაჭრო და ტურისტულ ცენტრად აქცევს. ჩვენი მიზანია, რომ ინოვაციური სერვისებით, კომფორტული გარემოთი და გამორჩეული ლოკაციით თბილისი აუთლეტ ვილიჯი გავხადოთ რეგიონის მთავარი შოპინგ-მიმართულება.
გლობალური გამოცდილება აჩვენებს, რომ წარმატებული აუთლეტ ვილიჯები ტურისტების მნიშვნელოვან ნაკადს იზიდავენ – ევროპის და მსოფლიოს წამყვანი აუთლეტ ცენტრები, როგორიცაა Bicester Village (UK), La Vallée Village (France) და Serravalle Designer Outlet (Italy), ტურისტული მარშრუტების განუყოფელი ნაწილია.
აზერბაიჯანი, სომხეთი და ახლო აღმოსავლეთი – მოსალოდნელი აზერბაიჯან- საქართველოს საზღვრის გახსნა კიდევ უფრო გააძლიერებს საერთაშორისო მყიდველთა ნაკადს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მომავალი ვიზიტორები უკვე აქტიურად იყენებენ თბილისს როგორც შოპინგ -დანიშნულების ადგილს.
რამდენად მოსახერხებელია მომხმარებლისთვის ლოკაცია და თუ იგეგმება თბილისის ცენტრიდან სპეციალური ტრანსპორტის დანიშვნა? ზოგადად რატომ შეირჩა ეს ლოკაცია?
თბილისი აუთლეტ ვილიჯი მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ ლოკაციაზე – ქვეყნის ყველაზე დატვირთული საერთაშორისო ავტომაგისტრალის (E60) გასწვრივ, რაც მას ყველაზე მოსახერხებელ და მაღალი ტრაფიკის მქონე სავაჭრო დანიშნულების ადგილად აქცევს. ეს გზა აკავშირებს თბილისს ქვეყნის სხვა ქალაქებთან და მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსთავი და ა.შ.), რაც თბილისი აუთლეტ ვილიჯს არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ რეგიონული სავაჭრო ცენტრის სტატუსს ანიჭებს.
ჩვენი სივრცე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რამდენიმე წუთშია ხელმისაწვდომი, რაც მას შოპინგ-ტურისტებისთვის დამატებით მიმზიდველ ადგილად აქცევს.
„ბენესთან“ თანამშრომლობით თბილისისა და რუსთავის ცენტრიდან დაინიშნება სპეციალური შატლები, რათა მომხმარებლებს მარტივად შეეძლოს ჩვენთან ვიზიტი. თბილისი აუთლეტ ვილიჯს ექნება დიდი პარკინგი მეტი კომფორტისთვის.
რამდენადაც ცნობილია , ზოგიერთი ბრენდის პოლიტიკა ასეთია, თუ აუთლეტი არ შედის ქვეყანაში ისე, თუ იმ ქვეყანაში არ არის Full price მაღაზია წარმოდგენილი, დღეს თბილისში არსებული ბევრი მოლი თუ სავაჭრო ცენტრი აანონსებს luxury ბრენდების შემოყვანას, არის თუ არა ეს თქვენთან კავშირში და ამ ბრენდების აუთლეტს აუთლეტ ვილიჯში ხომ არ ვიხილავთ?
მართალია, ბევრ საერთაშორისო ბრენდს აქვს მკაფიო პოლიტიკა, რომ ისინი აუთლეტ მაღაზიას მხოლოდ იმ ბაზარზე ხსნიან, სადაც მათი სრული ფასის (full-price) მაღაზიები უკვე ოპერირებენ. ეს ლოგიკა გამომდინარეობს მათი ბიზნესმოდელისგან, სადაც აუთლეტები ბრენდის პირველადი კოლექციების გაყიდვების გაგრძელების და ნაშთების მართვის სტრატეგიის ნაწილია.
საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მომხმარებლის დაინტერესება საერთაშორისო პრემიუმ და ლუქს ბრენდებით, რაც განაპირობებს მათი სრული ფასის მაღაზიების გახსნის საჭიროებას. შესაბამისად, როგორც ტრადიციული მოლები, ისე თბილისი აუთლეტ ვილიჯი ამ პროცესის ორგანული გაგრძელება გახდება. ევროპული და ამერიკული გამოცდილება აჩვენებს, რომ აუთლეტ ვილიჯები ხშირად ლუქს ბრენდების ნაშთების და სპეციალური კოლექციების გაყიდვების ნაწილი ხდებიან, ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, რომ თბილისი აუთლეტ ვილიჯი გახდეს ასეთი ბრენდებისთვის მიმზიდველი გარემო და მომავალში ლუქს ბრენდების აუთლეტ მაღაზიებიც ვიხილოთ ჩვენს ვილიჯში.
ადამიანს დაასაქმებს აუთლეტ ვილიჯი როგორც პირდაპირ ასევე ირიბად, ალბათ უკვე მუშაობთ კადრბის მუშაობის საკითხზე და რამდენად აწყდებით კადრების დეფიციტს პრობლემას?
თბილისი აუთლეტ ვილიჯი არამარტო სავაჭრო სივრცეა, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში. გახსნის პირველივე ეტაპზე, თბილისი აუთლეტ ვილიჯი 400-500 ადამიანს დაასაქმებს სხვადასხვა პოზიციაზე – მაღაზიების პერსონალი, ადმინისტრაცია, ტექნიკური და საოპერაციო გუნდები. პროექტის გაფართოების შემდეგ, დასაქმებულთა რაოდენობა 1000-მდე გაიზრდება.
TOV უკვე აქტიურად მუშაობს HR პლატფორმის შექმნაზე, რომელიც ბრენდის პარტნიორებს დაეხმარება კვალიფიციური თანამშრომლების მოძიებაში. ჩვენ დავაორგანიზებთ HR ფესტივალებს და ღია ვაკანსიების დღეებს. საქართველოში ზოგადად პრობლემაა მაღალპროფესიონალი საცალო ვაჭრობის თანამშრომლების ნაკლებობა, რაც აუთლეტ ვილიჯის ბრენდებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება.თუმცა, თბილისი აუთლეტ ვილიჯი აქტიურად მუშაობს კომპანიებთან, რომლებსაც შეუძლიათ პერსონალის გადამზადება და პროფესიული ტრენინგების შეთავაზება.
რამდენადაც ცნობილია თქვენი პარტნიორი TBC ბანკია, დაახლოებით რა სახის ინვესტიცია განხორციელდა აუთლეტ ვილიჯში?
დიახ, პროექტის მთავარი ფინანსური პარტნიორი არის TBC ბანკი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ინოვაციური და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებას. TBC ბანკს 40 მილიონ ლარზე მეტი აქვს ინვესტირებული ამ პროექტში. ინვესტიციის მასშტაბი ხაზს უსვამს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას – თბილისი აუთლეტ ვილიჯი არამარტო ახალი სავაჭრო ცენტრი, არამედ საქართველოს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების ახალი პლატფორმაა. ჩვენი მიზანია, რომ ეს ინვესტიცია არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ მთელი რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას მოახმაროს, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები, სამუშაო ადგილები და შოპინგ-ტურიზმი განვითარდება.
გარდა მაღაზებისა კიდევ რა იქნებ თვქენ სვრცეში წარმოდგენილი?
რესტორნები, ლაუნჯები, გასართობი ობიექტები და ა.შ. - თბილისი აუთლეტ ვილიჯი არ არის მხოლოდ სავაჭრო სივრცე – ჩვენი მიზანია, შევქმნათ განსაკუთრებული და მრავალფეროვანი გამოცდილება, რომელიც შოპინგს, დასვენებას და გართობას ერთ სივრცეში გააერთიანებს. ჩვენთან წარმოდგენილი იქნება: რესტორნები და კაფეები – საერთაშორისო და ადგილობრივი სამზარეულოს მრავალფეროვანი არჩევანი. ბავშვთა გასართობი ზონა - სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი გასართობი სივრცეები – მშობლებს შეეძლებათ მშვიდად დაისვენონ, სანამ მათი ბავშვები თამაშობენ უსაფრთხო და ინტერაქტიულ გარემოში. სეზონური აქტივობები – სხვადასხვა ღონისძიებები და შოპინგ ფესტივალები, საშობაო ბაზარი, ცოცხალი მუსიკა, ქუჩის ხელოვნების ფესტივალები, კულინარიული ღონისძიებები და სხვა. პრემიუმ ლაუნჯი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. პერსონალური შოპინგ მომსახურება – მაღალბიუჯეტიანი მომხმარებლებისთვის პერსონალური ასისტენტები და სტილისტები. სპეციალური შატლების მომსახურება თბილისიდან და რუსთავიდან – რათა მომხმარებლებისთვის თბილისი აუთლეტ ვილიჯთან წვდომა მაქსიმალურად კომფორტული იყოს. 2500 ავტომობილზე გათვლილი უფასო პარკინგის ზონა. თბილისი აუთლეტ ვილიჯი იქნება ადგილი, სადაც შოპინგი, გასტრონომიული სიამოვნება და დასვენება ერთმანეთთან ჰარმონიულად გაერთიანდება – ეს იქნება საუკეთესო არჩევანი ერთი დღის სასიამოვნოდ გასატარებლად!