„44 ტონა მოცვის ექსპორტი გვქონდა გერმანიაში. წინასწარ გაგზავნილმა ნიმუშმა ლაბორატორიაში უმაღლესი ხარისხი დაიმსახურა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თემურ ფაილოძე წერს. მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქართული მოცვი გერმანიის უმსხვილეს  სუპერმარკეტის ქსელ REWE-ში გაიყიდება, რომელსაც გერმანიაში 3600 ფილიალი აქვს. მისი თქმით, გერმანიაში 125 გრამი მოცვის ფასი ფასი 2 ევროა.

„ქართული მოცვი პირდაპირ გურიიდან გერმანიაში, გერმანულ ერთ უმსხვილეს  სუპერმარკეტში REWE, რომელსაც 3600 ფილიალი აქვს გერმანიის ტერიტორიაზე  და Edeka , რომლის წლიური ბრუნვა 22 მილიარდი ევროა.

უკვე 44 ტონა მოცვის ექსპორტი გვქონდა გერმანიაში. წინასწარ გაგზავნილმა ნიმუშმა ლაბორატორიაში უმაღლესი ხარისხი დაიმსახურა.

თურმე, შესაძლებელია რუსეთის გარდა სხვა ბაზარზეც გავიდეთ.

125 გრამის ფასი 2 ევრო“, - წერს თემურ ფაილოძე.