ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მარტი, 2024 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ლი აპრილი ამავე პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად იმისა, რომელი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში მიემართება იგი, მათ შორის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის და საწარმოთა ქონების/მოგების გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის -10 100 1000მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულებით:
ვიდეო სახელმძღვანელოები
https://www.rs.ge/VideoInstructions
მიკრო ბიზნესის მიერ 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია
https://www.youtube.com/watch?v=-BPEEojmCNQ
მცირე ბიზნესის მიერ 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია
https://www.youtube.com/watch?v=yqJLjkmGWns
ინსტრუქცია - საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის (2024 წელი)
https://www.youtube.com/watch?v=lr-BdiYvLcw
ხშირად დასმული კითხვები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1&tab=1
https://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=1&tab=1
გადასახადის გადამხდელებს დეკლარაციების წარდგენისა და შესაბამისად, გადახდის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნათ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდებზე.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.