29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ჩვენი სასტუმრო სრულად დაჯავშნილია - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქალაქ ქუთაისში მდებარე სასტუმრო BesT Western Kutaisi - ში უთხრეს. სასტუმროში ჯავშნების გაზრდილ რაოდენობას უეფას 21 -წლამდელთა მატჩს უკავშირებენ.
„კონკრეტულად ჩვენ სასტუმროში 45 ნომერია და 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ყველა მათგანი დაჯავშნილია, არც ერთი თავისუფალი ნომერი არ გვაქვს, ასეთი მაღალი მოთხოვნა უეფას 21-წლამდელთა მატჩს უკავშირდება. ჯავშნები სხვადასხვა ქვეყნებიდან გვაქვს, კონკრეტული ჯგუფის გამოყოფა რთულია თუმცა ჯავშნები გვაქვს არაბეთიდან, დსთ-ს ქვეყნებიდან და ინდოეთიდან.
ამ ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით ქუთაისის მიმართ ტურისტების ინტერესი ნაკლებია, ძირითადად აეროპორტის ჰაბად იყენებენ, უფრო ერთდღიანი ჯავშნები გვაქვს, როგორც აეროპორტთან ახლოს მდებარე ბრენდირებულ სასტუმროს“ - აღნიშნავენ სასტუმრო Best Western Kutaisi- ში.