The Economist-ის ცნობით, 2024 წელს, ონლაინთაღლითობისგან მიღებულმა შემოსავალმა 500 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. "ეკონომისტის" ფინანსური რეპორტიორის მტკიცებით, აღნიშნული მაჩვენებელი დიდი ხანია, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას აჭარბებს. 

საქმეს ისიც ართულებს, რომ  უკანონო ნარკოვაჭრობისგან განსხვავებით, ონლაინთაღლითობების აღკვეთა არც პოლიციას და არც საბაჟო კონტროლს არ შეუძლია. ინტერნეტთაღლითებს ადამიანის დაზარალებისთვის მხოლოდ ტელეფონი და ინტერნეტი სჭირდებათ.

ონლაინთაღლითობა დღეს თითქმის ყველა ქვეყნის გამოწვევაა, თუმცა განსაკუთრებით მწვავედ ციფრული ტრანზაქციებთან ახლად შემოერთებულ ქვეყნებში დგას: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკასა და ლათინო-ამერიკაში. ონლაინთაღლითობისთვის იდეალური ნიადაგია კიბერუსაფრთხოების მხრივ ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, ასევე კრიპტოცენტრები.

ამ დროისთვის, "ონლაინთაღლითობის ცენტრი" ნიგერიაა, ასევე ინდოეთი, ჩინეთი და რუსეთი.