საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბრენდი საქართველო“ საქართველოs ფოსტის მუშაობაზე და მის მიმართ ინტერესზე ისაუბრა და განმარტა,რომ დღეს ყოველდღიურად საქართველოს ფოსტის კურიერები აკეთებენ 17 000 ვიზიტს. მისივე თქმით 2022 წლის მონაცემებით, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრები 1 500 000 მიღებას და 1200 000 გაცემას მოემსახურნენ.
„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არ აქვს საფოსტო ყუთები, დღეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არის parcel locker, ანუ ამანათის შესანახი ყუთი, ეს არის ყუთი, რომელიც კონკრეტულ მისამართზე ღია სივრცეშია განთავსებული და მომხმარებელს მისი გზავნილი ხვდება და აღება 24 საათის განმავლობაში შეუძლია. დღეს თბილისში რამდენიმე ლოკერს ვხვდებით, თუმცა ეს ლოკერები მხოლოდ გაცემას ემსახურება და მას არ შეუძლია მომხმარებლისგან გასაგზავნად განკუთვნილი ამანათის მიღება. ჩვენი მიზანია, რომ ეს ლოკერი მიღებასაც ემსახურებოდეს.“ - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ. ჩიკვაიძის თქმით საქართველოს ფოსტის მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის ასეთი სერვისის შეთავაზება სასურველია, თუმც ამისივე თქმით ეს ძალიან დიდ ინვესტიციას და პროგრამულ უზრუნველყოფას საჭიროებს.