აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკიმ „შეთანხმება უნდა დადოს“, პუტინი კი შეთანხმების დასადებად მზადაა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ინტერვიუში ტრამპმა ზელენსკი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „წარმოუდგენელია, ის უკრაინის შესახებ შეთანხმების დაბრკოლებას წარმოადგენდეს“.

„ზელენსკიმ უნდა იმოქმედოს და შეთანხმება უნდა დადოს. ვფიქრობ, პუტინი მზადაა შეთანხმების დადებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის ლიდერი ახლა სუსტ პოზიციაში იმყოფება და კომპრომისზე უნდა წავიდეს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი, დიდი ხანია, ამბობს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შეერთებული შტატებისთვის რესურსების ფუჭად ხარჯვაა და დროა, ომი დასრულდეს.

წყარო: პირველი არხი