უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ბირთვულ იარაღს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან, თუმცა მსგავსი შეთავაზებები ჯერ არ ჰქონია.
„სიამოვნებით მივიღებდი, მაგრამ ასეთი შეთავაზებები არ მქონია. თუმცა სიამოვნებით მივიღებდი. რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ვინმეს მოუნდება… მაგრამ ეს არ ხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე რუსეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აქტიურად მუშაობენ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის მიწოდების გზებზე და აპირებენ ამის ისე შენიღბვას, თითქოს უკრაინამ ბირთვული იარაღი თავად შექმნა.
ზელენსკის მტკიცებით, როგორც წესი, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე გამარჯვებას ვერ აღწევს, ის უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის ძებნას იწყებს.