აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ჩინურ იმპორტზე ტარიფების შემცირებას პეკინთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, იუწყება The Wall Street Journal ინფორმირებული წყაროებზე დაყრდნობით.
თეთრ სახლში, გაზეთის ერთ ერთი მაღალი რანგის წყაროს თქმით, ჩინურ საქონელზე ტარიფები შესაძლოა 50-65%-მდე შემცირდეს.
გამოცემის წყაროები ხაზს უსვამენ, რომ დისკუსიები მიმდინარეობს, ერთდროულად რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი განიხილება და ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.