2025 წლის მეოთხე კვარტალში შვედურმა ავტომწარმოებელმა Volvo Car Group-მა (Volvo Cars) წმინდა მოგება 1.9-ჯერ, ხოლო შემოსავალი 16%-ით შეამცირა, ორივე მაჩვენებელი ბაზრის მოლოდინებზე მნიშვნელოვნად უარესი აღმოჩნდა რამაც კომპანიის პესიმისტურ პროგნოზებთან ერთად, მისი აქციების ფასის 25.6%-იანი ვარდნა გამოიწვია – რეკორდული Volvo Cars-ის ისტორიაში.
ოქტომბერ-დეკემბერში Volvo Cars-ის წმინდა მოგებამ 1.29 მილიარდი შვედური კრონი (143 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 2.5 მილიარდ კრონთან შედარებით.
ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით, ოპერაციული მოგება ბოლო კვარტალში სამჯერ მეტად 1.8 მილიარდ კრონამდე შემცირდა.
შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 112.5 მილიარდ კრონთან შედარებით 94.38 მილიარდ კრონამდე შემცირდა. ავტომობილების გაყიდვები 3%-ით, 195,700 ერთეულამდე შემცირდა.
ანალიტიკოსებმა, რომელთა კონსენსუსის პროგნოზსაც FactSet ციტირებს, კომპანიის წმინდა მოგება 3.17 მილიარდ კრონად, ხოლო შემოსავალი 100.58 მილიარდ კრონად შეაფასეს.