ზოგიერთი ჩინური საავტომობილო ბრენდი განწირულია გაქრობისთვის, რადგან ბაზარზე მოთამაშეების ამჟამინდელი რაოდენობა ეკონომიკურად არასტაბილურია, - ამის შესახებ Skoda-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის საბჭოს წევრმა Auto Express-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ამჟამად ჩინეთში დაახლოებით 150 ელექტრომობილის ბრენდია და ეს სიტუაცია დიდხანს ვერ გაგრძელდება.
„ყველას ესმის, რომ კონსოლიდაცია წინ არის. ბრენდების ეს რაოდენობა მდგრადი არ არის“, - ხაზი გაუსვა იანგმა.
ჩინელ ავტომწარმოებლებს უკვე მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ევროპულ ბაზრებზე, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთზე. გასულ წელს დიდ ბრიტანეთში გაყიდული ახალი ავტომობილებიდან დაახლოებით ერთი ათიდან ჩინეთში იყო წარმოებული, მათ შორის BYD, Chery, Jaecoo და Geely. ეს წილი, სავარაუდოდ, გაიზრდება ახალი ბრენდების, მათ შორის Zeekr-ისა და Denza-ს გამოშვებით.
ჩინური კომპანიების კონკურენციაზე კომენტირებისას, იანგმა აღიარა, რომ Skoda იძულებულია დააჩქაროს განახლება, მაგრამ ახალი ავტომობილების მუდმივი გამოშვება და ხშირი განახლებები ეჭვქვეშ აყენებს ინვესტიციის ანაზღაურებას.
„კითხვა ისმის, რამდენ ხანს შეიძლება ამ ტემპის შენარჩუნება და შეძლებს თუ არა ბიზნესი მომგებიანობის შენარჩუნებას ამ პირობებში“, - აღნიშნა მან.