USAID-ის დაშლასთან დაკავშირებით ილონ მასკი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები სასამართლოში დაიკითხებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ ავრცელებს.

აშშ-ის რაიონულმა მოსამართლემ, თეოდორ ჩუანგმა განაცხადა, რომ ჩვენებებს „ალტერნატივა“ არ აქვს და მიუთითა მოსარჩელეების მიერ დოკუმენტების ან დაბალი რანგის თანამდებობის პირების მეშვეობით ინფორმაციის მიღების შეუძლებლობაზე, რომელთა ჩვენებების მოთხოვნებზეც პასუხი არ გაცემულა.

„აქსიოსის“ შეფასებით, ეს ბრძაჩუანგმა ასევე მიუთითა ადრეულ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც დადგინდა, რომ მასკმა USAID-ის დაშლის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღო ფორმალური უფლებამოსილების ან ოფიციალური თანხმობის არარსებობის მიუხედავად.ნება გამარჯვებაა USAID-ის ანონიმური თანამშრომლებისთვის, რომლებმაც სარჩელი შეიტანეს მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ მსოფლიოში უდიდესი ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციის დაშლის გამო.

„აქსიოსის“ თანახმად, ორგანიზაციაში ათი ათასი ადამიანი მუშობდა და 2023 წელს 43 მილიარდი დოლარი დახარჯა 130-მდე ქვეყანაში კატასტროფების შედეგების აღმოფხვრასა და ეკონომიკურ განვითარებაში.

„აქსიოსი“ წერს, რომ, გასული წლის ივლისში ჩატარებული კვლევის თანახმად, სააგენტოს პროგრამებმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით 91 მილიონი ადამიანი სიკვდილისგან იხსნა, მათ შორის, 30 მილიონი ბავშვი.

ილონ მასკმა ადრე განაცხადა, რომ ადმინისტრაციის ხარჯების შემცირების დეპარტამენტი მხოლოდ „ნაწილობრივ წარმატებული“ იყო და დასძინა, რომ ის ამ საქმით აღარ დაკავდება.

პირველი არხი