დისკუსიები იმის შესახებ, რა არის უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ხელსაყრელი სომხეთისთვის - ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის პროცესების გაგრძელება თუ ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებზე გადასვლა - მიმდინარეობს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან შეხვედრისას.

„ჩვენ ამ დისკუსიებს ვაკვირდებით, თუმცა თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. ეს [პოზიცია] არ არის განპირობებული რაიმე იდეოლოგიური მოტივებით, არამედ რეალობიდან გამომდინარეობს. ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობა შეუთავსებელია იმ პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირთან თანამშრომლობას და, მით უმეტეს, მასში გაწევრიანებას. ეს თქვენი არჩევანია და ჩვენ მას სრულად ვცემთ პატივს.

ვიმედოვნებ, რომ არჩევანის გაკეთებისას გათვალისწინებული იქნება ის შედეგები, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში მიაღწია სომხეთმა, მას შემდეგ, რაც ეეკ-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა“, - თქვა ლავროვმა.

tabula.ge