უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

ზელენსკიმ შეხვედრაზე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მთავრობის ახალი მეთაური იულია სვირიდენკო და მინისტრები წარადგინა.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დასახელებული შემადგენლობა ასეთია:

უკრაინის პრემიერ-მინისტრი – იულია სვირიდენკო; უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი – მიხაილო ფედოროვი; თავდაცვის მინისტრი – დენის შმიგალი; საგარეო საქმეთა მინისტრი – ანდრეი სიბიგა; პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის მინისტრი – ალექსეი კულება;
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მოადგილე – ტარას კაჩკა; ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი – მატვეი ბედნი; იუსტიციის მინისტრი – ჰერმან გალუშჩენკო; ენერგეტიკის მინისტრი – სვეტლანა გრინჩუკი; უკრაინის სოციალური პოლიტიკისა და ერთიანობის მინისტრი – დენის ულიუტინი; უკრაინის ვეტერანთა მინისტრი – ნატალია კალმიკოვა; შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი – იგორ კლიმენკო; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ოქსენ ლისოვოი; ჯანდაცვის მინისტრი – ვიქტორ ლიაშკო; ფინანსთა მინისტრი – სერგეი მარჩენკო; ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ალექსეი სობოლევი.

განახლებული მთავრობის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით კენჭისყრა 17 ივლისს რადას სხდომაზეა დაგეგმილი.

პირველი არხი