ალდაგისა და ელკანას პარტნიორობის ფარგლებში, კახეთის რეგიონში, მევენახე-ფერმერებთან ტრენინგ შეხვედრა შედგა, რომლის მიზანი, ფერმერებისთვის კლიმატის ცვლილების რისკების შესამცირებლად, პრაქტიკული რჩევებისა და აღნიშნულ პროცესში, დაზღვევის მნიშვნელობის გაზიარება იყო.
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია, ელკანა, ფერმერთა გაერთიანებაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას;
ღონისძიებაზე მოწვეულმა მეღვინე-ტექნოლოგმა, გიორგი ბარისაშვილმა, ფერმერებს ვენახის მოვლის, კულტივაციისა და ქვევრიანი ღვინის წარმოებისშესახებ გაუზიარა ინფორმაცია. ძირითადი აქცენტი, კი, გვალვის შედეგად დამდგარი ზარალის შემცირებაზე დარისკების დაზღვევის მნიშვნელობაზე გაკეთდა.
“აგროდაზღვევა, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი მომხმარებლების ნდობის მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფროიზრდება. ყოველთვის ვცდილობთ, ფერმერებს, დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, ინდივიდუალური კომუნიკაციის გზით, ისეთი სარგებელი შევთავაზოთ, რომელიც მათ დაეხმარება წარმოებისგაზრდასა და დარგის განვითარებაზე. კლიმატის ცვლილებების გავლენა მევენახეობაზე სულ უფრო საგრძნობი ხდება და აღნიშნული ტრენინგის მიზანიც, ჩვენი მომხმარებლებისთვის, სასარგებლო რეკომენდაციების გაზიარება იყო,“ - აცხადებენ ალდაგში;
ალდაგი, ლიდერია აგროდაზღვევის სფეროში დაფერმერებს დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, ანაზღაურების უსწრაფეს სისტემას სთავაზობს. ფერმერებს ისეთი კულტურების დაზღვევას შესაძლებლობა აქვთ, როგორიცაა: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები დაციტრუსი. დაზღვევა ისეთ გავრცელებულ რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის);