უკრაინის უმაღლესმა რადამ 39 წლის იულია სვირიდენკო უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. გადაწყვეტილებას მხარი 262-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.
ამგვარად, სვირიდენკო დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში მეორე ქალი გახდა, რომელიც მინისტრთა კაბინეტს ხელმძღვანელობდა და პირველი ბოლო 15 წლის განმავლობაში.