გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen გასული წლის ბოლოსთვის ევროპაში ელექტრომობილების უმსხვილესი გამყიდველი გახდა. ამის შესახებ გამოცემა Tagesschau წერს.
როგორც აღინიშნა, 2025 წლის გაყიდვების მაჩვენებლები იმაზე მიუთითებს, რომ Volkswagen-მა შესაძლოა ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla წამყვანი პოზიციიდან ჩამოაშოროს.
JATO-ს მონაცემების თანახმად, VW-მ გასულ წელს 274 278 ელექტრომობილი გაყიდა, ეს მაჩვენებელი 56%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ასეთი შედეგი, ძირითადად, VW-ს ახალი მოდელების, კერძოდ, ID.7 საშუალო ზომის ელექტრომობილის გაყიდვების წყალობით იქნა მიღწეული.
რაც შეეხება Tesla-ს, მისი გაყიდვები ევროპაში 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 27%-ით შემცირდა. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს მწარმოებლის მიერ ევროპაში „მოძველებული“ მოდელების გაყიდვაზე დამოკიდებულებით.