TimeOut-მა გამოაქვეყნა პლანეტის 18 საუკეთესო პიცერიის სია. რეიტინგი შედგენილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მწერლებისა და რედაქტორების დახმარებით, რომლებმაც შეაფასეს მათი კერძების ხარისხი და ტრადიციული რეცეპტებისადმი მათი მიდგომა.
ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პიცას მსგავსი ბაზა აქვს, ცალკეულმა დაწესებულებებმა მოახერხეს კლასიკური რეცეპტების გადამუშავება და საკუთარი ინტერპრეტაციების შეთავაზება.
სიის სათავეში ნიუ-იორკში მდებარე Mama's Too პიცერია აღმოჩნდა. გამოცემა გვირჩევს პიცას სახელწოდებით Cacio e Pepe, რომელიც ავტორებმა ყველის საუკეთესო არომატისთვის შეაქეს.
მეორე ადგილზე რომში მდებარე 180 Grammi Pizzeria Romana გავიდა. ჟურნალმა საუკეთესო ვარიანტად თხელქერქიანი Capriciosa დაასახელა არტიშოკით, ლორით, ზეთისხილით და სოკოთი.
მესამე ადგილზე ლონდონში მდებარე Short Road პიცერია გავიდა, რომელიც Exale-ის ლუდსახარშის ორ პაბში ოპერირებს.
ნეაპოლის Pizzeria da Attilio, რომელსაც სტატიაში პიცის სამშობლოდ მოიხსენიებენ, მეოთხე ადგილზეა. აქ ავტორებმა გამოარჩიეს „მარგარიტა“, რომლის ხარისხიც, მათი თქმით, დაწესებულებას 1938 წლიდან აქვს შენარჩუნებული.
ტოპ ხუთეულში ტოკიოს Pizza Marumo-ც მოხვდა, სადაც ავტორები რეკომენდაციას „უმამი“ პიცას უწევენ, რომელიც იაპონური და იტალიური სამზარეულოს ელემენტებს აერთიანებს.
TimeOut-ის სიაში ასევე შედიან:
Little Kitchener’s Pizzeria (იოჰანესბურგი),
Civerinos (ედინბურგი),
Kalis (ბუენოს-აირესი),
Baldoria (მადრიდი), Bella Brutta (სიდნეი),
Pizza Connection (კეიპტაუნი),
Milly’s Pizza in the Pan (ჩიკაგო), Diamond Slice (კოპენჰაგენი),
Oobatz (პარიზი),
Officina Local (რიო-დე-ჟანეირო),
Lupita (ლისაბონი),
Fiata by Salvatore Fiata (ჰონგ-კონგი)
Mercado 20 de Noviembre (ოახაკა).