„ნიუკასლი“ „ვილიარეალისთვის“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის სანაცვლოდ 55 მილიონი ევროს (47 მილიონი ფუნტი სტერლინგი) შეთავაზებას აპირებს, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა, Fichajes-ი ავრცელებს.
ფრანგული გამოცემა BeFootball-ი კი წერს, რომ ესპანურმა კლუბმა 25 წლის თავდამსხმელის შესანარჩუნებლად თავი დაიზღვია და სატრანსფერო თანხა გაზარდა.
„პოტენციური მსურველების შესაკავებლად „ვილიარეალმა“ გიორგი მიქაუტაძის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა. ამ დროისთვის ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერზე კლუბს არანაირი შეთავაზება არ მიუღია“, – ამტკიცებს ფრანგული გამოცემა.