აშშ ვენესუელაში სამიზნეებზე დარტყმებს მალე დაიწყებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთავრობის კაბინეტის შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ ამ დარტყმებს მალე ხმელეთზეც დავიწყებთ. ვიცით, სად ცხოვრობენ ისინი, ვიცით, სად ცხოვრობენ ცუდი ადამიანები და მალე დავიწყებთ დარტყმებს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ვენესუელელი ნარკოდილერების შესაჩერებლად მალე დაიწყებდა ზომების მიღებას. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ძალებმა „თითქმის შეაჩერეს“ ნარკოტიკებით საზღვაო ვაჭრობა.
1tv.ge