საქართველოში მოსწავლეთა 11.2% კერძო სკოლებში სწავლობს - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში.
მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 644.2 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.6პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 88.8 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 11.2 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.4პროცენტი გოგოა, ხოლო 51.6 პროცენტი - ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (36.0%) თბილისში სწავლობს
„2025 წელს საშუალო განათლება მიიღო 41.4 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.8 პროცენტით ნაკლებია. დაწყებითი განათლება მიიღო 55 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით ნაკლებია“, - აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.