ვენესუელას თეორიულად შეუძლია ნავთობის მოპოვების აღდგენა 1990-იანი წლების ბოლოს დაფიქსირებულ დონემდე, თუმცა ამისთვის დრო და მნიშვნელოვანი ინვესტიციები იქნება საჭირო, მათ შორის უცხოური, - ვარაუდობენ Rystad Energy-ს ანალიტიკოსები.
ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უდიდეს დადასტურებულ მარაგს ფლობს, ამჟამად დღეში დაახლოებით 1.1 მილიონ ბარელს აწარმოებს. მომდევნო 15 წლის განმავლობაში წარმოების ამ დონის შესანარჩუნებლად, ვენესუელას დაახლოებით 53 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დასჭირდება ნავთობის მოძიებასა და წარმოებაში, ასევე მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაში, - ნათქვამია Rystad - ის ანგარიშში.
ქვეყანაში მოპოვება შესაძლოა მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი დანახარჯების გარეშე 300 000 ბარელით გაიზარდოს დღეში, თუმცა შემდგომი ზრდა წელიწადში დაახლოებით 8-9 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს მოითხოვს. ამ სცენარის მიხედვით, ნავთობის წარმოება შესაძლოა 2032 წლისთვის დღეში 2 მილიონ ბარელამდე, ხოლო 2040 წლისთვის 3 მილიონ ბარელამდე გაიზარდოს დღეში.
2040 წლისთვის მოპოვების 3 მილიონ ბარელამდე დღეში გაზრდისთვის საჭირო მთლიანი კაპიტალდაბანდების მოცულობას Rystad - ის ექსპერტები 183 მილიარდ დოლარად აფასებენ.