ჩი­ლეს ატა­კა­მას უდაბ­ნო­ში კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში უდი­დე­სი ტე­ლეს­კო­პის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­მაც, შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნა სამ­ყა­რო­ზე რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს.

ბოლო 200 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­ლეს­კო­პე­ბი ზო­მა­ში სულ უფრო იზ­რდე­ბა, ამან ას­ტრო­ნო­მებს ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი გა­უ­ჩი­ნა: რა და­არ­ქვან გო­ლი­ა­თებს? ზოგს გა­მო­ჩე­ნი­ლი ას­ტრო­ნო­მე­ბის სა­ხე­ლი ჰქვია, ზოგს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის, თუმ­ცა ბევ­რი მათ­გა­ნი სა­ხელს სწო­რედ თა­ვი­სი გი­გან­ტუ­რი ზო­მის გამო იღებს.

ტენ­დენ­ცი­ას სა­ფუძ­ვე­ლი XVIII სა­უ­კუ­ნე­ში ას­ტრო­ნომ­მა უი­ლი­ამ ჰერ­შელ­მა ჩა­უ­ყა­რა, თა­ვი­სი “დიდი ორ­მო­ც­ფუ­ტი­ა­ნი ტე­ლეს­კო­პით“. დღეს კი უკვე “სამ­ხრეთ აფ­რი­კის დიდი ტე­ლეს­კო­პი“ (SALT), ეს­პა­ნე­თის “დიდი კა­ნა­რის ტე­ლეს­კო­პი“ (Gran Telescopio Canarias) და არი­ზო­ნის “დიდი ბი­ნო­კუ­ლა­რუ­ლი ტე­ლეს­კო­პი“ გვაქვს.

  • მაგ­რამ რა უნდა და­არ­ქვა ობ­სერ­ვა­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც “დიდ­ზე“ კი­დევ უფრო მე­ტია და რამ­დე­ნი­მე ცალ­კე­ულ ინ­სტრუ­მენტს ერთ ვირ­ტუ­ა­ლურ მეგა-სარ­კე­ში აერ­თი­ა­ნებს?

ჩი­ლეს ატა­კა­მას უდაბ­ნო­ში მდე­ბა­რე პა­რა­ნა­ლის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ინ­ჟინ­რე­ბის­თვის პა­სუ­ხი მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდა. ცოტა ხნის ფიქ­რის შემ­დეგ მათ ახლ ტე­ლეს­კოპს “ძა­ლი­ან დიდი ტე­ლეს­კო­პი“ (Very Large Telescope — VLT) და­არ­ქვეს.

ახლა კი იგი­ვე ას­ტრო­ნო­მე­ბი კი­დევ უფრო შორს მი­დი­ან. ჩი­ლეს მე­ო­რე მთის მწვერ­ვალ­ზე ისი­ნი აგე­ბენ ობი­ექტს, რო­მე­ლიც ვარ­სკვლა­ვე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი დე­და­მი­წის უდი­დე­სი თვა­ლი გახ­დე­ბა და რა იქ­ნე­ბა მისი სა­ხე­ლი? რა თქმა უნდა “ექ­სტრე­მა­ლუ­რად დიდი ტე­ლეს­კო­პი“ (Extremely Large Telescope — ELT).

ზო­მე­ბი მარ­თლაც შთამ­ბეჭ­და­ვია: ELT-ის გუმ­ბა­თის სი­მაღ­ლე 80 მეტ­რია, ხოლო მის შიგ­ნით გან­თავ­სე­ბუ­ლი სარ­კის დი­ა­მეტ­რი 39 მეტ­რი. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, 16 წევ­რი ქვეყ­ნის­გან შემ­დგა­რი ევ­რო­პუ­ლი სამ­ხრე­თუ­ლი ობ­სერ­ვა­ტო­რია (ESO) გეგ­მავს, რომ გა­რე­გა­ნი კონ­სტრუქ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ტე­ლეს­კო­პი კოს­მო­სის სიღ­რმე­ებს 2030 წლის­თვის გა­და­ხე­დავს.

ახა­ლი ტე­ლეს­კო­პი უდი­დე­სი ინ­ჟინ­რუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა: ათო­ბით ათა­სი ტონა ბე­ტო­ნი­სა და ფო­ლა­დის, ასე­ვე 798 ზუს­ტად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სარ­კის სეგ­მენ­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა უდაბ­ნო­ში, უკაც­რი­ე­ლი მთის მწვერ­ვალ­ზე გახ­და სა­ჭი­რო.

  • ფო­ლა­დი­სა და მი­ნის “ტა­ძა­რი“

შო­რი­დან ELT-ის მას­შტა­ბის აღ­ქმა ჭირს. სერო-არ­მა­სო­ნე­სის მწვერ­ვა­ლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, ცის­ფე­რი ცის ფონ­ზე ის ჯერ მხო­ლოდ ვერ­ცხლის­ფერ წერ­ტი­ლად მოს­ჩანს. საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი­სა და იშ­ვი­ა­თი სამ­რეწ­ვე­ლო მა­ღა­რო­ე­ბის გარ­და, ატა­კა­მას უდაბ­ნო­ში ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბის კვა­ლი თით­ქმის არ ჩანს. სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი უახ­ლო­ე­სი ქა­ლა­ქი­დან სა­ა­თო­ბით გა­და­აქვთ, ინ­ჟინ­რე­ბი კი რვა დღი­სა და ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ცვლებ­ში მუ­შა­ო­ბენ, რის შემ­დე­გაც ასო­ბით კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე სახ­ლებ­ში ბრუნ­დე­ბი­ან.

ატა­კა­მა არ არის ქვი­შის უდაბ­ნო; ეს უს­წორ­მას­წო­რო კლდე­ე­ბის, ვულ­კა­ნუ­რი მწვერ­ვა­ლე­ბი­სა და მა­რი­ლი­ა­ნი ტბე­ბის მხა­რეა. ზო­გი­ერთ ად­გი­ლას წვი­მა სა­უ­კუ­ნე­ში მხო­ლოდ რამ­დენ­ჯერ­მე, ან სა­ერ­თოდ არ მო­დის. ჰა­ერ­ში ტე­ნი­ა­ნო­ბა იმ­დე­ნად და­ბა­ლია, რომ ტუ­ჩე­ბი მუდ­მი­ვად მშრა­ლია, დე­ჰიდ­რა­ტა­ცია რე­ა­ლურ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს, ხოლო გა­უხ­შო­ე­ბუ­ლი, უღ­რუბ­ლო ატ­მოს­ფე­როს გამო მზე კანს იმა­ზე სწრა­ფად წვავს, ვიდ­რე პლა­ნე­ტის თით­ქმის ნე­ბის­მი­ერ სხვა წერ­ტილ­ში.

სწო­რედ ამ და­უნ­დო­ბელ გა­რე­მო­ში იწყებს სი­ცო­ცხლეს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დახ­ვე­წი­ლი ტე­ლეს­კო­პი. მოძ­რა­ვი გუმ­ბა­თის შიგ­ნით ფო­ლა­დის კო­ჭე­ბი­სა და მოძ­რა­ვი ნა­წი­ლე­ბის რთუ­ლი სის­ტე­მაა გან­ლა­გე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც გი­გან­ტუ­რი სარ­კე უნდა და­ი­კა­ვოს.

“ეს მას­შტა­ბი­თა და ზო­მით ნამ­დვი­ლი ტა­ძა­რია“, - ამ­ბობს მა­იკლ ბუთი, ELT-ის მე­ქა­ნი­კუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

  • ახა­ლი ფან­ჯა­რა სამ­ყა­რო­ში

ELT-ის სარ­კე 798 ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ექ­ვსკუ­თხა სეგ­მენ­ტის­გან აი­წყო­ბა. VLT-ის­თან შე­და­რე­ბით, რომ­ლის თი­თო­ე­უ­ლი სარ­კე 8.2 მეტ­რია, ELT-ის 39-მეტ­რი­ა­ნი სარ­კე ას­ტრო­ნო­მებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ობი­ექ­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ით და­ი­ნა­ხონ.

“წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ღა­მით შო­რი­დან მო­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, ძა­ლი­ან დიდ მან­ძილ­ზე მისი ორი ფარი ერთ სი­ნათ­ლის წერ­ტი­ლად ჩანს. რაც უფრო ახ­ლოს მო­დის, ფა­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ემიჯ­ნე­ბა. ვარ­სკვლა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც ასეა: გი­გან­ტუ­რი სარ­კე ამ სი­ნათ­ლეს დე­და­მი­წას­თან “ახ­ლოს მო­იყ­ვანს“, რაც ობი­ექ­ტე­ბის გარ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა“, - გან­მარ­ტავს ESO-ს ას­ტრო­ნო­მი ელი­არ სე­და­ღა­თი.

ELT-ს შე­უძ­ლია ას­ტრო­ნო­მი­ა­სა და ფი­ზი­კა­ში რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნოს. მას შე­ეძ­ლე­ბა შე­ის­წავ­ლოს უძ­ვე­ლე­სი გა­ლაქ­ტი­კე­ბი, და­ად­გი­ნოს ჩვე­ნი გა­ლაქ­ტი­კის უხუ­ცე­სი ვარ­სკვლა­ვე­ბის ასა­კი, თვა­ლი ადევ­ნოს გა­ლაქ­ტი­კურ ცენ­ტრთან მბრუ­ნავ ვარ­სკვლა­ვებს და და­აკ­ვირ­დეს ჩვენს მზის სის­ტე­მა­ში შე­მოჭ­რილ ვარ­სკვლავთშო­რის კო­მე­ტებს.

  • მთა­ვა­რი პრი­ზი: სი­ცო­ცხლე დე­და­მი­წის მიღ­მა

თუმ­ცა ახა­ლი ტე­ლეს­კო­პის ყვე­ლა­ზე დიდი აღ­მო­ჩე­ნა, შე­საძ­ლოა, დე­და­მი­წის მიღ­მა სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გახ­დეს.

XXI სა­უ­კუ­ნე­ში უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის ძი­ე­ბის ახალ ეპო­ქა­ში შე­ვე­დით. მეც­ნი­ერ­თა უმე­ტე­სო­ბას დე­და­მი­წის მიღ­მა მარ­ტი­ვი სი­ცო­ცხლე არ­სე­ბო­ბის სჯე­რა. 90%-ზე მეტი ას­ტრო­ბი­ო­ლო­გი და ფი­ზი­კო­სი ეთან­ხმე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ სამ­ყა­რო­ში მიკ­რო­ბუ­ლი ან წყალმცე­ნა­რე­ე­ბის დო­ნის სი­ცო­ცხლე სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რია.

ELT სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტე­ბის ატ­მოს­ფე­როს შე­მად­გენ­ლო­ბა შე­ვის­წავ­ლოთ.

შე­საძ­ლოა, სულ რა­ღაც ერთ ათწლე­ულ­ში, სწო­რედ აქ ჩი­ლეს უდაბ­ნოს გულ­ში მი­ვი­ღოთ სა­ბო­ლოო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ სამ­ყა­რო­ში მარ­ტო­ნი არ ვართ.

მა­ნამ­დე კი ას­ტრო­ნო­მე­ბი ელო­დე­ბი­ან. მათ იცი­ან, რომ 2030-იანი წლე­ბის­თვის ადა­მი­ა­ნის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის ეს უდი­დე­სი ტა­ძა­რი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ხე­დავს კოს­მოსს. ხოლო თუ რას აღ­მო­ა­ჩენს ის ეს ჯერ კი­დევ სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა.

წყარო: ambebi.ge