United Airlines-მა, აშშ-სა და მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა სამგზავრო ავიაკომპანიამ, გადაწყვიტა, საწვავის ფასების ზრდის გამო, 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილი ფრენების მოცულობა 5%-ით შეემცირებინა, ნათქვამია აღმასრულებელი დირექტორის, სკოტ კირბის განცხადებაში.

„რეალობა ისაა, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ავია-საწვავის ფასები გაორმაგდა. თუ ფასები ამ დონეზე დარჩება, ეს მხოლოდ საწვავის წლიური ხარჯების დამატებით 11 მილიარდ დოლარს ნიშნავს. შედარებისთვის, United Airlines ისტორიის საუკეთესო წელს ჩვენ 5 მილიარდ დოლარზე ნაკლები გამოვიმუშავეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია ვარაუდობს, რომ საწვავის ფასები მაღალი დარჩება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში - 100 დოლარი ბარელზე, სულ მცირე 2027 წლის ბოლომდე.