ღია კენჭისყრით სლოვაკეთის წლის ხედ 150 წელზე მეტი ასაკის ველური ვაშლის ხე აირჩიეს. ის ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე პატარა სოფელ ჟიარის ზემოთ, დიელის გორაზე იზრდება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ამ ტერიტორიაზე კლიმატი საკმაოდ მკაცრია - ზღვის დონიდან 860 მეტრის სიმაღლეზე ხეს ტემპერატურის რყევებისა და ქარის ატანა უწევს. მაგრამ ვაშლის ხე გადარჩა და ახლა ის 8 მეტრის სიმაღლის ხეა, რომლის ტანი თითქმის 2.5 მეტრის გარშემოწერილობისაა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მასთან მიდიან, როგორც ამას მათი ბაბუები და დიდი ბაბუები აკეთებდნენ, რათა იპოვონ სიმშვიდე და ძალა.