ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის გამო, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გლობალური ექსპორტი ექვსთვიან მინიმუმამდე დაეცა, – წერს Bloomberg.

სააგენტომ გააანალიზა Kpler-ის გემების თვალყურის დევნების მონაცემები და დაადგინა, რომ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) საშუალო 10-დღიანი გადაზიდვების მოცულობა თვის დასაწყისიდან დაახლოებით 20%-ით, 1.1 მილიონ ტონამდე შემცირდა. ეს სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მიწოდების შემცირება, პირველ რიგში, კატარით და, ნაკლებად, არაბთა გაერთიანებული საამიროებით არის განპირობებული. ორივე ქვეყანას საწვავის მიწოდება ჰორმუზის სრუტის გავლით სჭირდება აზიისა და ევროპის მიწოდების უზრუნველსაყოფად.

ვრცლად liga.net – ზე