უნგრეთში რკინიგზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ლიანდაგების შეღებვა სპეციალური თეთრი, თბოდამცავი საღებავით დაიწყო – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ეს ექსპერიმენტული მეთოდია, რომელმაც ცხელ ამინდში ლითონის ტემპერატურა უნდა შეამციროს.
ანომალიურად მაღალი ტემპერატურის გამო, ქვეყანაში სარკინიგზო ხაზების გადახურება ხდება. ადრე ასეთი პრობლემები სამხრეთის ქვეყნებისთვის, როგორიცაა იტალია ან ესპანეთი, დამახასიათებელი იყო. ახლა კი უნგრელი რკინიგზის თანამშრომლები მათ გამოცდილებას იზიარებენ.
ლიანდაგების თეთრად შეღებვას მათი ტემპერატურა 10 გრადუსამდე შეუძლია შეამციროს. ტესტირების ადგილი შემთხვევით არ შეირჩა - წარსულში აქ ხშირად დაწესებული იყო სიჩქარის შეზღუდვები სიცხეში ლიანდაგების დეფორმაციის გამო.